ავტორიზაცია

მილანმა იმობილესა და ვერეტუს დაუმიზნა

მილანმა იმობილესა და ვერეტუს დაუმიზნა
თარიღი 21 May 2018, 21:49
"მილანი" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ორი მოთამაშე უკვე ჰყავს მონიშნული.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, იტყობინება, რომ "როსონერი" ზაფხულში რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს, და "ფიორენტინას" ნახევარმცველის, ჟორდან ვერეტუს, დამატებას ეცდება.

28 წლის იტალიელმა ფორვარდმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და 29 გოლის მაურო იკარდისთან ერთად სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ვერ მოხვდა.