Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "დინამოსა" და "რუსთავს" შორის, საინტერესო მატჩი შედგა. თბილისელებმა რევანში აიღეს და 2:0 იმარჯვეს.

ქუთაისის "ტორპედომ" "დილა" გორშიც ვერ დაამარცხა, "საბურთალომ" "სიონს" 2:0 სძლია, "ჩიხურამ" და "სამტრედიამ" კი "კოლხეთთან" და "ლოკომოტივთან" ფრე ითამაშეს.

GOAL.GE გთავაზობთ მე-10 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

ანდრი პოლტავცევი (კოლხეთი) - მიუხედავად იმისა, რომ "კოლხეთმა" 2 გოლი გაუშვა, ამ გუნდის მეკარე მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პოლტავცევმა ფოთელები გაშვებულ გოლს ბევრჯერ გადაარჩინა და ურთულესი სეივები გააკეთა.

ლევან ხარაბაძე (დინამო): ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი აღ​მოჩენა კვლავ ჩვენს სიმბოლურ გუნდშია. ხარაბაძე "რუსთავთან" აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და საგოლე გადაცემაც ჩაიწევა აქტივში.

ლაშა გოგონაია (კოლხეთი): ფოთელთა კაპიტანი ჩვენს სიმბოლურ გუნდში უკვე მეორედ ხვდება. როცა "კოლხეთი" 10 კაცით იყო, "ჩიხურას" მასირებულ შეტევებს "კოლხეთის" დაცვა იგერიებდა. გოგონაია კი გაუვალი იყო და ერთ ეპიზოდში, გოლის გატანაც კი შეეძლო.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო): "სიონთან" მატჩში რეხვიაშვილს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, მან საგოლე გადაცემა გააკეთა. რეხვიაშვილი დაცვაში შეუცდომელი იყო.

გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო): თბილისური კლუბის ფლანგის მცველი გრიგოლ ჩაბრაძე შეტევებში ძალიან აქტიურად ერთვებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისი გუნდის რიგებში.

ოთარ კიტეიშვილი (დინამო): ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა. გატანილი პენალტის გარდა, კიტეიშვილი ნახევარდაცვაში სტაბილურად იდგა და თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა.

ალვინ ფორტისი (დილა): ფორტისი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და "დილას" მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგები სწორედ მისი დამსახურებაა. ფორტისი ამჯერად საგოლე გადაცემით ამოირჩა.

ლეანდრო რიბეირო (დილა): გორელთა კიდევ ერთი ლეგიონერი რიბეირო გუნდს გვიან შეუერთდა, თუმცა უკვე საუკეთესოა "დილაში." ფორტისის პასით გოლი სწორედ რიბეირომ გაიტანა.

ილია მიხალიოვი (კოლხეთი): "კოლხეთი" დაცვის გარდა შეტევაშიც გამორჩეული იყო. ამაში კი დიდი წვლილი მიხალიოვმა შეიტანა, რომელმაც "ჩიხურასთან" ერთო გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

აკაკი შულაია (დინამო): რამდენიმე მატჩის ჩავარდნის შემდეგ, შულაიამ "რუსთავთან' გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ლამაზი გოლი გაიტანა და მარჯვენა ფლანგიდან ხშირად ამწვავებდა.

გიორგი კოხრეიძე (საბურთალო): წინა მატჩი კოხრეიძემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ახლად დაბრუნებულმა კი "სიონთან" გამორჩეული მატჩი ჩაატარა. "საბურთალომ" სწორედ მისი დუბლით იმარჯვა.

ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რანგნიკი: "ვერნერი ბაიერნში? არ ვარ დარწმუნებული"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა, ტიმო ვერნერის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:48

ლამპარდი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფრენკ ლამპარდმა, ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:47

ვენგერი ფინალის ბაქოში ჩატარებაზე: "ეს ღამის კოშმარია!"

ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა ევროპა ლიგის ფინალის აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარება შეაფასა.

დღეს, 01:39

ესპანური პრესა: რეალი მომდევნო თვეში ტოტენჰემის მოთამაშის ტრანსფერს დაადასტურებს

ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - მომდევნო თვეში მადრიდის "რეალი" გრანდიოზულ ტრანსფერს ოფიციალურად განახორციელებს.

დღეს, 01:34

ჩელსის ყოფილი მოთამაშე: "ლამპარდი აუცილებლად დაბრუნდება"

ლონდონის "ჩელსისა" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გლენ ჯონსონმა, ფრენკ ლამპარდის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:29

ბრძოლა დასრულებულია: ლეო მესიმ მეექვსე ოქროს ბუცი მოიგო

2018/19 წლების სეზონის შედეგად ოქროს ბუცის მფლობელი კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, გახდა.

დღეს, 01:25

ტოტენჰემის ლეგენდა: "მანჩესტერს პოჩეტინო უფრო მოუხდება, ვიდრე სოლსკიაერი"

ლონდონის "ტოტენჰემის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მაურისიო პოჩეტინოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო წასვლა შეაფასა.

დღეს, 01:20

სიმენი: "ჩეხი თუ ლენო? არსენალს ფინალი სჭირდება, ამიტომ ჩეხი"

ლონდონის "არსენალისა" ყოფილმა მეკარემ, დევიდ სიმენმა, ბერნდ ლენოსა და პეტერ ჩეხს შორის არჩევანი ვეტერან ჩეხზე გააკეთა.

დღეს, 01:17

პსჟ-მ ლიგა 1-ში ისტორიული რეკორდი დაამყარა

მიუხედავად მარცხისა "პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სარეკორდო მაჩვენებელი მაინც დააფიქსირა.

დღეს, 01:14

ყოფილი მოთამაშე: "სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესოა"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა კლუბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშე დაასახელა.

დღეს, 01:11

პსჟ-მ სეზონი მარცხით დაასრულა [VIDEO]

"პარი სენ ჟერმენმა" 2018/19 წლების არც ისე წარმატებული სეზონი მარცხით დაასრულა.

დღეს, 01:05

ლეგენდა: "ლივერპული ამ ზაფხულს ოთხმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მცველმა, სტივ ნიკოლმა, კლუბიდან წასვლის ოთხი კანდიდატი დაასახელა.

დღეს, 00:59

რეალმა მარსელოს შემცვლელი იპოვნა

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ლიონის "ოლიმპიკის" მარცხენა მცველის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 00:53

ლეგენდა: "ტოტენჰემის მთავარი სამიზნე აიაქსის ცენტრი უნდა იყოს"

ლონდონის "ტოტენჰემის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "ქათმებს" ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის დამატება ურჩია.

დღეს, 00:51

"მუსიკა ჩავრთე, დავწექი და ავტირდი" - ტადიჩი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე

დუშან ტადიჩმა გაიხსენა ის საშინელი ემოციები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ დაეუფლა.

დღეს, 00:46

უეფას პრეზიდენტი ევროპა ლიგის ფინალში მხითარიანის არყოფნას გამოეხმაურა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ევროპა ლიგის ფინალში ჰენრიკ მხითარიანის არყოფნაზე ისაუბრა.

დღეს, 00:38

მესიმ გრიზმანის ტრანსფერზე საუბარი არ ისურვა

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ანტუან გრიზმანის შესაძლო გადასვლაზე კომენტარი არ გააკეთა.

დღეს, 00:34

ბენფიკამ ჟოაო ფელიშს ფასი დაადო

ლისაბონის "ბენფიკამ" გუნდის ახალგაზრდა სუპერ-ტალანტს, ჟოაო ფელიშს, კონკრეტული სატრანსფერო ღირებულება დაადო.

დღეს, 00:32

ნოიერი თასის ფინალში ითამაშებს

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, სეზონის ბოლო შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:28

ვალვერდე: "ჩემს მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:26

თედო აბჟანდაძე: "მაქსიმუმს გავიღებთ და შევეცდებით ჩვენი ქომაგების გულების გახარებას"

თედო აბჟანდაძე: "მაქსიმუმს გავიღებთ და შევეცდებით ჩვენი ქომაგების გულების გახარებას"

გუშინ, 22:59

აზარი: "ბოლო მატჩის ჩელსის მაისურით? ფინალის შემდეგ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს"

ლონდონის "ჩელსის" ლიდერმა, ედენ აზარმა, ევროპა ლიგის ფინალზე და საკუთარ მომავალზე კვლავ ისაუბრა.

გუშინ, 22:23

რუმენიგე: "ნიკო კოვაჩის ბედს თასის ფინალი არ გადაწყვეტს, მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილია"

მიუნხენის "ბაიერნის" საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მთავარი მწვრთნელის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

მანჩესტერ იუნაიტედმა ფრანგი ფორვარდისთვის 40 მილიონი გაამზადა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონთან" მოლაპარაკებები წამოიწყო.

გუშინ, 21:47

მესი: "ოქროს ბუცი? ერთადერთი, რაზეც მეფიქრება - ლივერპულთან წაგებაა"

"ბარსელონას" ლიდერს, ლეო მესის, ოქროს ბუცის შესაძლო მოგებაზე ჰკითხეს.

გუშინ, 21:24

"ეს წაგება ჩემთვის მუნდიალის ფინალში წაგების ტოლფასი იყო", - მესი ვალვერდეს გამოექომაგა

ესპანეთის თასის ფინალის წინ, ლიონელ მესი პრესის წინაშე წარსდგა.

გუშინ, 21:18

რამოსის შეძენა 4 გრანდს სურს - AS

მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ "რეალის" კაპიტანი სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდა.

გუშინ, 20:41

დე ხეამ მანჩესტერს პირობები წაუყენა - ესპანელის მომავალი კვლავ გაურკვეველია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 20:33

ალეგრი გულშემატკივარს: "ჩემი შემცვლელი იუვენტუსში? მწვრთნელი მანჩესტერიდან"

როგორც ჩანს, "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე ცნობილია.

გუშინ, 20:29

მესი: "ჩემპიონთა ლიგის მოგების პირობა არ მომიცია"

"ბარსელონას" კაპიტანმა და ლიდერმა, ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10