» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა


1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

1979 წელს თბილისის "დინამომ" პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შეაბიჯა ევროპის ჩემპიონთა თასის სამყაროში. თბილისურმა გუნდმა ტრიუმფით დაიწყო ტურნირი - დამარცხებული იქნა თვით "ლივერპული". სამწუხაროდ, მეორე რაუნდში ქართველებმა ვერ გადალახეს მომავალი ფინალისტის, "ჰამბურგის" ბარიერი.

იმის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი "დინამოს" გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა ერთხელ, თბილისელი გულშემატკივრები მაინც გახდნენ ჩემპიონთა თასის დაპირისპირების მომსწრენი. ეს მოხდა 1981 წელს, ჩვენს დედაქალაქში კი არც მეტი არც ნაკლები მადრიდის "რეალი" ჩამოვიდა.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

ზოგადად, 1981 წელი ალბათ ყველაზე გამორჩეული თარიღია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ ამ წელს მოიგო "დინამომ" თასების მფლობელთა თასი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 81-ში თბილისური გუნდი ვერ იქნებოდა ჩემპიონთა თასზე. იბადება კითხვა, ვინ იყო "რეალის" მეტოქე და რატომ ჩამოვიდნენ მადრიდელები ჩვენთან?

გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სეზონი ქართული და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. დიახ, 1981 წელი ძველი კონტინენტის მასშტაბითაც იყო გამორჩეული. პარალელი რომ გავავლოთ ლიგის 81-წლისა და 17-18 სეზონს შორის, ძალიან ბევრ მსგავსებას ვიპოვით, თუმცა ყველაფრის შესახებ დაწვრილებით.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

იმ წელს ევროპული სეზონი სტანდარტულად დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონატებთან ერთად, სტარტი ევროთასებმაც აიღო. ჩემპიონთა თასის ტიტულისთვის იბრძოდნენ "რეალი", "ბაიერნი", აიაქსი", "ლივერპული", "ინტერი", "ნოტინგემი" და ა.შ.

თასების თასზე კი "დინამოს" ეცილებოდა "რომა", "მონაკო", "ვალენსია", "ვესტ ჰემი", "ბენფიკა", "სელტიკი", "ფეიენოორდი", "კარლ ცაისი" და კიდევ ბევრი სხვა.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

ევრო-ტურნირების პირველმა ეტაპმა 1980 წლის 17 სექტემბერს აიღო სტარტი (დიახ, იმ დროს ევროთასები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა). ჩემპიონთა თასის ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად იმარჯვა, გარდა "ნოტინგემისა". წინა სეზონის ტრიუმფატორი სენსაციურად გამოეთიშა ტურნირს ნაადრევ სტადიაზე, ინგლისელებმა ვერ გადალახეს სოფიის "ცსკა"-ს ბარიერი.

რაც შეეხება თასების თასს, მოულოდნელობები იქაც მოხდა. "მონაკო", "სელტიკი" და "რომა" მიყვნენ "ნოტინგემის" გზას, დანარჩენებმა კი დამაჯერებლად იმარჯვეს, მათ შორის "დინამომაც", რომელმაც ბერძნულ "კასტორიას" აჯობა.

ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდის ცენტრალური დაპირისპირება "ბაიერნი"-"აიაქსი" იყო, თუმცა მიუნხენელებმა პირველ შეხვედრაშივე გადაწყვიტეს შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი. რუმენიგემ და კომპანიამ 5:1 გაანადგურეს ამსტერდამელები. სხვა მატჩებში სიურპრიზები არ მომხდარა.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

პარალელურ რეჟიმში თასების თასზე "დინამომ" გაანადგურა ირლანდიური "უოტერფორდი", "კარლ ცაისმა" კი ყველა გააოგნა, როდესაც "რომას" შემდეგ გერმანელებმა "ვალენსიას" ბარიერიც გადალახეს. მოგვიანებით დაიწყო რამდენიმეთვიანი პაუზა, გუნდები კი მთელი ძალებით შიდა ჩემპიონატებზე გადაერთვნენ.

ევრო-ტურნირების სეზონი განახლდა 1981 წლის 4 მარტს, გულშემატკივრებს წინ 1/4 ფინალური დაპირისპირებები ელოდა. ჩემპიონთა თასზე ფავორიტები უცვლელნი იყვნენ - "ბაიერნი", "ლივერპული", "ინტერი" და "რეალი", რომლის შემდეგი მეტოქე მოსკოვის "სპარტაკი" იყო.

"სამეფო კლუბის" ჩამოსვლას მთელი სსრკ ელოდებოდა, თუმცა არსებობდა ერთი პრობლემა. რუსეთში იმ დროს ჯერ კიდევ ყინავდა, რის გამოც მოედნები საშინელ მდგომარეობაში იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ "სპარტაკი" თავის მატჩს მოსკოვში არ ჩაატარებდა.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

თბილისში იმ მომენტში უკვე ჩვეული საგაზაფხულო ამინდი იყო, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიც მშვენიერ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა. სწორედ ჩვენმა დედაქალაქმა უმასპინძლა ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალურ შეხვედრას - "რეალი" თბილისში ჩამოვიდა.

სანტილიანას, კანინგემის, დელ ბოსკესა და კამაჩოს თამაშის საყურებლად ეროვნულ სტადიონზე 80 000 ქომაგი შეიკრიბა, თუმცა სამწუხაროდ, შეხვედრამ მოლოდინი არ გაამართლა - თბილისური 1/4-ფინალური მატჩი 0:0 დასრულდა. მადრიდში კი 2:0 დაფიქსირდა, "რეალის" სასარგებლოდ. სხვა შეხვედრებშიც ფავორიტებმა იმარჯვეს.

ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალი - სპარტაკი-რეალი 0:0 (თბილისში!)



სანამ ჩვენს დედაქალაქში "სამეფო კლუბი" ცდილობდა "სპარტაკის" დაცვის გარღვევას, "დინამო" ლონდონში ანადგურებდა "ვესტ ჰემს" (1:4), რომლის შემადგენლობაში თამაშობდა ფრენკ ლამპარდის მამა. ქართველი ფეხბურთელები შეუდარებელნი იყვნენ, ყიფიანი და კომპანია უკვე ფავორიტების რანგში ჩამოვიდნენ თბილისში.

ახლოვდებოდა გადამწყვეტი ბატალიები და აქ ჩვენ ვხედავთ ერთ საინტერესო მსგავსებას. 2017-2018 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იყვნენ "რეალი", "ბაიერნი", "ლივერპული" და "რომა". 1981-ში თითქმის იგივე სიტუაცია იყო, უბრალოდ "ჯალოროსოს" ნაცვლად გვხვდება სხვა იტალიური გუნდი, "ინტერი".

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

"ლივერპულმა" დაამარცხა "ბაიერნი", "რეალმა" კი "ინტერი". ასე და ამგვარად, 1981 წელს გულშემატკივრებს წინ ელოდა მადრიდულ-ლივერპულური ფინალი. 2018 წლის 26 მაისს ისტორია განმეორდა.

თასების თასის 1/2 ფინალებში სამწუხაროდ ვერ ვიხილავთ მსგავსებებს დღევანდელობასთან, თუმცა ამის მიუხედავად, ის დაპირისპირებები მაინც ძალიან საინტერესო გამოდგა. "დინამომ" გამოთიშა ასპარეზობას "ფეიენოორდი", "კარლ ცაისმა" კი "ბენფიკა".

ევროთასები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, გამარჯვებულის ვინაობა ჯერ თასების თასზე გაირკვა, შემდეგ კი ჩემპიონთა თასზე. 1981 წლის 13 მაისს "დინამომ" დიუსელდორფის "რაინშტადიონზე" დაამარცხა "კარლ ცაისი", რითაც ქართველ გულშემატკივრებს საუკუნოვანი სიხარული აჩუქა.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

ჩემპიონთა თასის ტიტულს კი "ლივერპული" დაეუფლა. მერსისაიდელებმა მინიმალური ანგარიშით სძლიეს "რეალს". ეს იყო მადრიდელთა უკანასკნელი წაგებული ფინალი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. იმის შემდეგ, "ბლანკოსმა" 7-დან 7 ფინალი მოიგო.

1981 წელს თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდა რეალი, თუმცა მეტოქე დინამო არ ყოფილა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბათუმში გეგუჩაძის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

საქართველოს თასის 1/8 ფინალში "დინამო ბათუმი" "გაგრასთან" დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 02:40

ვიდეო, რომლის გამოც გიორგი ლორიას თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

დღეს, 02:36

ზედიზედ 2 ტექნიკური წაგება - ქართველების როტორი ცუდ დღეშია

ვოლგოგრადის "როტორი" ძალიან ცუდ დღეშია და თუ ასე გაგრძელდა, გუნდი კვლავ მეორე ლიგაში გავარდება.

დღეს, 02:07

რეალის ფეხბურთელს, რომელმაც 2 დღის წინ ითამაშა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ დადასტურებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:04

აგენტი: "რეალი უნდა კოცნიდეს იმ ადგილებს, სადაც ბეილი დადიოდა"

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი შემტევის გარეთ ბეილის აგენტი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 01:26

დავიდ მოიესს და 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კორონავირუსის პანდემია "ვესტ ჰემშიც" გავრცელდა. დადასტურდა, რომ კორონავირუსი გუნდში 3 ადამიანს აქვს.

დღეს, 01:23

დე ბრუინმა ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა "ლივერპულთან" პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 01:16

ოფიციალურად: მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, ტურინის "იუვენტუსმა" ალვარო მორატა მათ ფეხბურთელად ოფიციალურად გამოაცხადა.

დღეს, 01:13

გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა!

ევროპა ლიგის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

დღეს, 01:08

ნინუას პაოკი ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა - წინ მეორე მატჩია

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "კრასნოდარი" და "პაოკი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:06

რეალის, სიტის და ჩელსის ფეხბურთელები - გრანადას შემადგენლობის გაცნობა ლოკოსთან მატჩის წინ

„გრანადა“ – „ლოკომოტივის“ მატჩის წინ, გადავხედოთ ჩვენი მეტოქის შემადგენლობას.

გუშინ, 23:00

"მირჩევნია სეზონში 5 გოლი გავიტანო და 5 ასისტი გავაკეთო, მაგრამ ჩემპიონატი მოვიგო", - დე ბრუინი

"სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა "ვულვერჰემპტონის" (3:1) დამარცხების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:58

TOP 20 – რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა 2019/20 წლების სეზონში?

2019/20 წლების სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი კატალონიის "ბარსელონა" გახდა, ისტორიაში პირველად.

გუშინ, 22:51

ახალი დეტალები: ლუის სუარესის ატლეტიკოში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

"ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერის ახალი დეტალები გაირკვა.

გუშინ, 22:38

ტიაგო სილვა: "ასაკი მხოლოდ ციფრებია, პრემიერ ლიგაში არსებულ სისწრაფეზე არ ვღელავ"

"ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების 36 წლის მცველმა, ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის სისწრაფისთვის მზადაა.

გუშინ, 22:28

შეთანხმება მიღწეულია, ბარსელონა მარჯვენა მცველს იმატებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 22:17

"ჩვენი დუეტის რობენის და რიბერის დუეტთან შედარება ნაადრევია", - სანე

"ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლეროი სანემ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის დუეტთან შედარებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:19

ყველაფერი გადაწყდა: დემბელემ ლივერპულს პასუხი შეუთვალა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ფორვარდ უსმან დემბელეთი "ლივერპული" ინტერესდება.

გუშინ, 20:03

"როცა გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, მესი იკარგება", - არგენტინის ნაკრების ლეგენდა

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, კლაუდიო კანიჯამ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:59

არანაირი ბარსელონა - ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება, პირობები ცნობილია

"აიაქსის" მცველი, სერჯინო დესტი "ბაიერნს" უახლოვდება, რომელიც მზადა ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

გუშინ, 19:52

GOAL.COM: დანი ალვეში ევროპაში დაბრუნებას გეგმავს

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "სან პაულუს" მცველი, დანი ალვეში ევროპაში დაბრუნდეს.

გუშინ, 19:46

ტოტენჰემში გადაწყვეტილება მიიღეს: დელე ალის მომავალი გარკვეულია

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემის" ნახევარმცველ დელე ალით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.

გუშინ, 19:38

ისტორიული შედეგი! რომელ ადგილზე დაასრულა გრანადამ ლა ლიგა წინა სეზონში?

24 სექტემბერს, თბილისის „ლოკომოტივს“ საკმაოდ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

გუშინ, 19:05

რეალის ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი.

გუშინ, 17:27

რის გაკეთებას აპირებს სუარესი, თუ მისი ტრანსფერი ატლეტიკოში ჩაიშლება?

ურუგვაელმა თავდამსხმელმა „ბარსელონას“ დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა.

გუშინ, 17:00

ბართომეუმ სუარესის ტრანსფერი ატლეტიკოში შეაჩერა - AS

„ბარსელონას“ ფორვარდის, ლუის სუარესის ტრანსფერი „ატლეტიკოში“, შეფერხდა.

გუშინ, 16:42

ქართულ-ესპანური დაპირისპირებები: თანაბარი ბრძოლა ბილბაოსთან, 22-წლის წინ [VIDEO]

1998 წლის აგვისტო - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი, რომელშიც თბილისის "დინამო" ბილბაოს "ატლეტიკს"

გუშინ, 16:40

33 წლის იტალიელი მსაჯი, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

სერია B-ს არბიტრი, დანიელე დე სანტისი, თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

გუშინ, 16:31

"ტიაგოს და ბეილის ტრანსფერები, ჩემპიონსა და ლუზერებს შორის განსხვავებაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა, გარეტ ბეილის „ტოტენჰემში“ და ტიაგო ალკანტარას „ლივერპულში“ ტრანსფერები შეაფასა.

გუშინ, 16:25
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10