კლოპი: "რატომ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "რატომ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი?"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურის თამაშის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ისაუბრა.

"ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვერ ვფიქრობ, რადგან ჩვენ "ბრაიტონთან" მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს წინ.

ამ მატჩში გამარჯვება მოგვცემს უფლებას, რომ მომდევნო სეზონშიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვიასპარეზოთ.

მიუხედავად ამისა, ინგლისის პრემიერ ლიგის შემდეგ ფინალისთვის მოსამზადებლად კიდევ 2 კვირა გვაქვს.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგა იმისათვის უნდა მოვიგოთ, რომ ჩვენი გუნდი 500 წლის შემდეგაც გაიხსენონ", - აღნიშნა კლოპმა.

მერსესაიდული გრანდი ხვალ საკუთარ მოედანზე "ბრაიტონს" მიიღებს და ეცდება, რომ ოთხეულში ადგილი გაიფორმოს. ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალს 26 მაისს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული იურგენ კლოპი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები