ეროვნული ლიგა - მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-11 ტური მოულოდნელად დასრულდა. აუტსაიდერმა "ლოკომოტივმა" "დინამო თბილისი" სტუმრად დაამარცხა.

ჩვენს სიმბოლურ გუნდში, "ლოკომოტივის" მხრიდან 2 ფეხბურთელი მოხვდა - სამურკასოვი და უბილავა.

GOAL.GE გთავაზობთ მე-11 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

გიორგი ბეგაშვილი (დილა): "ჩიხურასთან" მოგებულ შეხვედრაში ბეგაშვილი უშეცდომო იყო. როცა მისი გუნდი 1:0 იგებდა, საჩხერელები უტევდნენ, თუმცა "დილას" კიპერმა რამდენიმე რთული სეივი შემოგვთავაზა.

დავით უბილავა (ლოკომოტივი): დაცვის მარცხენა ფლანგზე უბილავამ ძალიან კარგად ითამაშა და "დინამოს" შემტევები იდეალურად ჩაკეტა, რის შედეგადაც, "ლოკომოტივმა" "დინამოს" 0:1 მოუგო.

სანდრო გურეშიძე: (სიონი): ცენტრალურმა მცველმა გატანილი გოლის გარდა, თავისი საქმე გააკეთა და დაცვაში კარგად იდგა. სტანდარტების დროს კი მეტოქის საჯარიმოში რამდენჯერმე ჩავიდა და ხიფათი შექმნა.

ვაკო ბაჩიაშვილი (სამტრედია): "სიონთან" შეხვედრაში ბაჩიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.ფლანგზე ის საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და რაც მთავარია, დაცვაშიც კარგად გაისარჯა.

დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი): ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი წინა მატჩებშიც გამორჩეული იყო საკუთარ კლუბში, თუმცა "დინამოსთან" სამურკასოვმა იდეალურად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

თორნიკე გორგიაშვილი (საბურთალო): მიმდინარე სეზონში გორგიაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია. გორგიაშვილმა "კოლხეთთან" მატჩში ჯერ გვარაძეს გაატანინა, შემდეგ კი თვითონ გაიტანა.

ლეანდრო რიბეირო (დილა): გასაკვირი არაა, რომ რიბეირო ჩვენს სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ მოხვდა. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, ამჯერად, გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ბექა გვარაძე (საბურთალო): გორგიაშვილის მსგავსად, "კოლხეთთან" მატჩში გვარაძეც საკმაოდ პროდუქტიული იყო, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიკოლა კოვტალიუკი (დილა): შეიძლება თამამად ითქვას, რომ "ჩიხურასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოვტალიუკი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და რიბეიროს გაატანინა.

ბათრაზ ხადარცევი (რუსთავი): მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი" "ტორპედოსთან" დამარცხდა, ხადარცევმა მაინც კარგი მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

თორნიკე კაპანაძე (ტორპედო): "რუსთავთან" მოგებაში დიდი წვლილი კაპანაძემ შეიტანა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. კაპანაძეს ორივე გოლში მიუძღვის წვლილი. მან პენალტი მოიპოვა, მეორე გოლის დროს კი მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, რომელიც კუტალიამ დაამატა და გაიტანა.

მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები