ავტორიზაცია

ინიესტა: "ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ცოტა მტკივნეული იყო"

ინიესტა: "ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ცოტა მტკივნეული იყო"
თარიღი 30 May 2018, 19:09
"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ "რეალსა" და "ლივერპულს" (3:1) შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისთვის სასიამოვნო არ ყოფილა.

ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, აღნიშნულ სტადიაზე კატალონიელთა ხილვა სურდა.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალს თვალყური მივადევნე, ცოტა მტკივნეული იყო", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს A Bola.

"თუმცა, არა შედეგის გამო. "რეალსა" და მის გამარჯვებას შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოეპყრა".

"ჩემს შემთხვევაში, ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ "ბარსელონა" არ იყო ფინალში".

"რეალი" ჩემპიონთა ლიგით კმაყოფილდება, ჩვენ კი - ქვეყნის ჩემპიონატითა და თასით", - დასძინა ანდრესმა.

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო 11-ეული bild-ის ვერსიით

"რამოსმა მესიზე მოიტყუა", - სამსაჯო კომიტეტის დირექტორი

კურიოზული შეცდომის გამო რამოსი ნიგერიელების კუმირი გახდა