როგორი იქნება ახალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი? - 12 გუნდი ევროპიდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როგორი იქნება ახალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი? - 12 გუნდი ევროპიდან


როგორი იქნება ახალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი? - 12 გუნდი ევროპიდან

უკვე დიდი ხანია, ფიფა-ში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალ ფორმატზე მიდის მუშაობა.

მოქმედი წესების თანახმად, ამ ტურნირზე კონტინენტის ჩემპიონები იღებენ მონაწილეობას.

MARCA კი წერს, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, ჩემპიონატზე კონტინენტებიდან რამდენიმე წარმომადგენელი იქნება.

ცნობილია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საერთო ჯამში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და აქედან 12 ევროპიდან იქნება.

2-2 გუნდი გამოვლენ აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებიდან.

სამხრეთ ამერიკიდან ტურნირზე 5 გუნდი გამოვა.

ეს ტურნირი, 4 წელიეწადში ერთხელ ჩატარდება და სავარაუდოდ კონფედერაციის ჩემპიონატს ჩაანაცვლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები