უეფა ფიფას ახალი საკლუბო ჩემპიონატით შეშფოეთებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უეფა ფიფას ახალი საკლუბო ჩემპიონატით შეშფოეთებულია


უეფა ფიფას ახალი საკლუბო ჩემპიონატით შეშფოეთებულია

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ფიფას ახალ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

ფიფა 2021 წლისთვის ახალი ტურნირის დაარსებას გეგმავს. კერძოდ კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ცნობილია, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრები ევროპული კლუბების დირექტორებს უკვე შეხვდნენ.

ფიფამ მოსალაპარაკებლად მხოლოდ 7 გუნდის დირექტორი დაიბარა და ცხადია, რომ ეს დირექტორები ევროპის წამყვანი კლუბებიდან იყვნენ.

უეფა ამ ფაქტმა აღაშფოთა და პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა:

"უეფა არ შეხვდება ევროპიდან მხოლოდ 7 ფედერაციის წარმომადგენლებს და არ გამართავს მათთან მოლაპარაკებებს, რომელიც ევროპული ფეხბურთის დაპყრობას გულისხმობს.

ვიცი, რომ ამ მოლაპარაკებებზე 7 ფედერაციიდან მინიმუმ სამმა უარი თქვა, ფიფას წინადადებაზე", - განაცხადა ჩეფერინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები