ინიესტა: "ის, რაც რეალთან მატჩის დროს ხდებოდა, ყველანაირ ლიმიტს სცდებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა: "ის, რაც რეალთან მატჩის დროს ხდებოდა, ყველანაირ ლიმიტს სცდებოდა"


ინიესტა:

"ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ ელ კლასიკოს ისტორია გაიხსენა.

ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას ერაში, კლუბებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც.

ასევე, ამ პერიოდში ფანებიც გაცილებით აგრესიულები იყვნენ.

"ეს ელ კლასიკოს ისტორიაში, საკამოდ ცუდი პერიოდი იყო და ამას ყველა ხედავდა.

დაპირისპირება არ იყო მხოლოდ ფეხბურთელებს შორის, არამედ ფანებს შორისაც. მოედანზეც და მოედნის გარეთაც უსიამოვნო ეპიზოდები ხდებოდა.

"ბარსელონასა" და "რეალს" შორის ყოველთვის იყო მეტოქეობა და დაძაბულობა, თუმცა ის რაც იმ წლებში ხდებოდა, ლიმიტს სცდებოდა.

კარგია, რომ ამ დრომ ჩაიარა", - განაცხადა ინიესტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები