ელ კლასიკოს სკანდალის გამო ბარსელონამ 3 000 ფანს სეზონური ბილეთები ჩამოართვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ელ კლასიკოს სკანდალის გამო ბარსელონამ 3 000 ფანს სეზონური ბილეთები ჩამოართვა


ელ კლასიკოს სკანდალის გამო ბარსელონამ 3 000 ფანს სეზონური ბილეთები ჩამოართვა

"ბარსელონამ" ელ კლასიკოს დროს მომხდარი ინციდენტის გამო გუნდს შიგნით მცირე გამოძიება ჩაატარა.

გასულ წელს, "კამპ ნოუზე" გამართული ელ კლასიკოს დროს, ტრიბუნებზე "რეალის" ფანები უხვად იმყოფებოდნენ.

"თავი სანტიაგო ბერნაბეუზე მეგონა", - ეს კომენტარი მაშინ ანდრეს ინიესტამ გააკეთა, რომელმაც ტრიბუნაზე თეთრ ფორმაში მყოფი ადამიანები უხვად შენიშნა.

როგორც აღმოჩნდა, თვითონ კატალონიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კლასიკოს ბილეთები შეიძინეს და შემდეგ "რეალის" ქომაგებზე 10-მაგ ფასში გაყიდეს.

მსგავსი ფაქტის თავიდან ასაცილებლად, გუნდმა გამოძიება დაიწყო და მომდევნო კლასიკოს მომზადებული შეხვდა.

კლუბში ელოდნენ, რომ ამ მატჩის დროსაც მოხდებოდა ბილეთების გადაყიდვა.

აღმოჩნდა, რომ უზომოდ დიდი რაოდენობის ბილეთები იმ ქომაგებმა მიჰყიდეს, მადრიდელებს, რომელთაც სეზონური ბილეთი ჰქონდათ შეძენილი.

ამის გამო კლუბმა 3 000-მდე ქომაგს, სეზონური ბილეთი გაუუქმა.

"ბარსელონას" წესების თანახმად, სეზონური ბილეთების გადაყიდვა აკრძალულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები