Goal.Ge

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი



2018 წლის 13 მაისს მაიკლ კერიკი ბოლოჯერ გამოვიდა მოედანზე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. "უოტფორდთან" მატჩი იყო კარიერის დასასრული, მართალია არც ისე სახელოვანის, თუმცა საკმაოდ პროდუქტიულის. ინგლისური ფეხბურთის "უკანასკნელი ჯედაი" წავიდა.

კერიკზე ხშირად ამბოდნენ, რომ ის იყო მხოლოდ პაროდია როი კინზე ან მისი უხარისხო ასლი. დიახ, მაიკლმა ვერ მოახერხა სკანდალური ირლანდიელის ღირსეულად ჩანაცვლება, თუმცა ეს არც არის ცუდი. რატომ უნდა იყო ვიღაცის ასლი, როდესაც თავისებურად ხარ ორიგინალური?

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

1999-2000 წლის სეზონში, 17 წლის ასაკში, კერიკი უკვე "ვესტ ჰემის" მთავარ გუნდში ირიცხებოდა. ერთი წლის შემდეგ კი მაიკლმა მოიპოვა "ჩაქუჩების" საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული. კერიკთან ერთად ლონდონურ კლუბში ბრწყინავდნენ ინგლისური ფეხბურთის მომავალი ლეგენდები - ფრენკ ლამპარდი, რიო ფერდინანდი და ჯო კოული.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

ნიჭიერი თაობის მიუხედავად, "ვესტ ჰემმა" განიცადა ფიასკო პრემიერ ლიგაში და ჩემპიონშიფში დაქვეითდა. იმ პერიოდში კერიკის კარიერაში დაიწყო ტრავმების ეპიდემია, რის შედეგადაც ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვერ მოახერხა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება.

"ვესტ ჰემის" ჩაძირული გემი მომენტალურად დატოვეს დი კანიომ, ჯეიმსმა და კოულმა, თუმცა კერიკმა გაქცევას ამჯობინა ბრძოლა და გუნდს ქვედა დივიზიონში გაჰყვა. "ჩაქუჩებმა" ვერ მოახერხეს აღზევება, მაგრამ მაიკლის შრომა სათანადოდ დაფასდა - სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტი გამოისყიდა "ტოტენჰემმა".

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

მაიკლ იოლის მწვრთნელობის ქვეშ ინგლისელმა ნახევარმცველმა განაგრძო პროგრესირება და მოკლე დროში კერიკი "დეზების" წამყვან ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ჩამშლელმა დიდი როლი ითამაშა "ტოტენჰემის" მე-5 ადგილზე გასვლაში 2005-2006 წლის სეზონში.

იმ დროს ლონდონური კლუბი ძირითადად სატურნირო ცხრილის შუაში განისვენებდა ხოლმე, ევროთასებისთვის ბრძოლა კი ნამდვილი სიახლე იყო "დეზების" გულშემატკივრებისთვის. "ტოტენჰემმა" მხოლოდ ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან ჩემპიონთა ლიგის საგზური.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

კერიკი იყო იმ გუნდის ტვინი და მთავარი მამოძრავებელი, რომლის თავისთან ხილვა ძალიან უნდოდა სერ ალექს ფერგიუსონს. 2006 წლის 31 ივლისს შოტლანდიელმა თავკაცმა საწადელს მიაღწია - მაიკლი შეურთდა "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლის შემადგენლობაში ის გაატარებს კარიერის საუკეთესო წლებს.

"წითელ ეშმაკებს" კერიკის ტრანსფერი დაუჯდათ 18,6 მილიონი ფუნტი. ფერგიუსონმა მოკრძალებულად წარადგინა ის და გადაულოცა 16-ნომრიანი მაისური, რომლითაც სწორედ კინი თამაშობდა თავის დროზე.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

სერ ალექსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნამდე, კერიკი მუდამ ითვლებოდა "მანჩესტერის" წამყვან ფიგურად. მისი მთავარი კოზირი იყო პოზიციური თამაში მოკლე პასით.

"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის პერიოდში მაიკლმა მოიგო თითქმის ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. გამონაკლისი მხოლოდ უეფას სუპერთასია, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს კერიკის ბრწყინვალე დოსიეს.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

როგორი წარმატებული კარიერაც ჰქონდა მაიკლს საკლუბო დონეზე, ისეთივე მშრალი და უღიმღამო გამოდგა მისი სანაკრებო თავგადასავალი. კერიკმა ჩაატარა მხოლოდ 34 მატჩი "ლომების" შემადგენლობაში. "იუნაიტედის" ნახევარმცველი მუდამ დაუფასებელი რჩებოდა ინგლისის მწვრთნელების მხრიდან.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

აღსანიშნავია, რომ კერიკი არასდროს ყოფილა 100%-ით ბრიტანელი ფეხბურთელი. მისი თამაშის სტილი ძალიან ჰგავდა იმას, რასაც "ბარსელონაში" ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან მომავალ "ბლაუგრანელებს".

კერძოდ კი თამაშის კითხვა, შეტევის დაწყებისთვის საჭირო ტემპის მიცემა აკურატული პასების თანხლებით და არა უაზრო ჩაწოდებები. "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ მოედანზე მაიკლია, ისინი აუცილებლად მიიღებდნენ ოსტატურ ასისტს მოედნის სიღრმიდან.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

მიუხედავად იმისა, რომ კერიკი პოზიციურად იყო საყრდენი ნახევარმცველი, ის არასდროს ყოფილა ე.წ. "ყასაბი", როგორც იგივე კინი. კიდევ ერთი პარალელი "ბარსას" სათამაშო სტილთან, კერძოდ კი სერხიო ბუსკეტსთან.

ხოსეპ გვარდიოლამ ერთხელ თქვა - ჭკვიანი ჩამშლელი აუცილებლად გახდება მომავალში წარმატებული მწვრთნელი. კერიკი იდეალურად ჯდება ამ დახასიათებაში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მაიკლი უკვე ლეგენდად ქცეული კატალონიელის მიღწევების გამეორებას.

"როი კინის უხარისხო ასლი როგორც იქნა წავიდა!" - მუდამ დაუფასებელი მაიკლ კერიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სევილიამ დამაჯერებლად იმარჯვა და მეორე ადგილს დაუბრუნდა

პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში "სევილიამ" "ჟირონას" უმასპინძლა.

დღეს, 16:52

თუშიშვილის და ლიპარტელიანის ოქროები და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი!

ჩინეთში წლის შემაჯამებელი მასტერსი გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს.

დღეს, 16:20

ჩელსიმ მილანს ფაბრეგასის საბოლოო ფასი დაუსახელა

"მილანი" ზამთარში "ჩელსის" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის დამატებას გეგმავს.

დღეს, 15:21

მარსელომ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენით "იუვენტუსია" დაინტერესებული.

დღეს, 14:58

მანჩესტერმა იუვენტუსს პირობები წაუყენა

"მანჩესტერ იუნაიტედს" პოლ პოგბას გაყიდვა უკვე იანვარში სურს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

დღეს, 14:49

ალეგრი: "რონალდუს გოლის დროს, მივტრიალდი!"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, აღიარა, რომ "ტორინოს" კარში გატანილი ერთადერთი გოლი არ უნახავს.

დღეს, 13:25

მწვრთნელი კი არა, პრეზიდენტი! რომას ქომაგები ჯეიმს პალოტას წასვლას ითხოვენ [ფოტო]

"რომას" ქომაგები გუნდის ხელმძღვანელობით არიან უკმაყოფილონი.

დღეს, 13:20

პულიშიჩმა სასურველი კლუბი აირჩია - ტრანსფერი იანვარშივე შედგება?!

დიდი ალბათობით, დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, კრისტიან პულიშიჩი, კარიერას ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს.

დღეს, 13:16

სოლარიმ ისკოს თადარიგში დატოვების მიზეზი დაასახელა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, "რაიო ვალეკანოსთან" გამარჯვებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:08

ჟოზე: "თუ ლივერპული ჩვენს ძლიერ მხარეს სათანადოდ ვერ დააფასებს, ძალიან გამიხარდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულთან" მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 13:02

მილანი და ინტერი ატლეტიკოს მარცხენა მცველის გადაბირებით ინტერესდებიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ინტერი" და "მილანი" "ატლეტიკოს" ფეხბურთელის შეძენისთვის იბრძვიან.

დღეს, 12:58

სამწუხარო ამბავი გერმანიიდან - შტუტგარტის კაპიტნის მამა სტადიონზე, მატჩის დროს გარდაიცვალა

"შტუტგარტმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:53

კურტუა: "რეალის კრიტიკით, სიმეონე თავის გულშემატკივრებს შორის პოპულარობას ინარჩუნებს"

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ, "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს უპასუხა.

დღეს, 12:47

"ამით მოხარული ვარ, მაგრამ, მთავარი გუნდის გამარჯვებაა", - რონალდუ იუვენტუსის ისტორიაში შევიდა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტურინულ დერბიში გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც გუნდმა მისი გოლით მოიპოვა.

დღეს, 12:34

იკარდი: "ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას მხოლოდ ასე თუ დავივიწყებთ!"

"ინტერის" თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, "უდინეზესთან" საკუთარ კედლებში მოპოვებულ გამარჯვებაზე (1:0) ისაუბრა.

დღეს, 12:27

კაჭარავა კვიპროსში დაფრინავს: ქართველი ფორვარდის მორიგი გოლი [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" "პაფოსს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:13

კიტეიშვილის გუნდი ფორმაში შევიდა: შტურმი ზედიზედ 6 მატჩია არ აგებს

ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს "შტურმი" და "ადმირა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:07

ვალვერდე: "კოუტინიომ და დემბელემ შესაძლოა ერთად ითამაშონ"

ლა ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და გათამაშების ლიდერი, "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:58

გვარდიოლა: "მანჩესტერი - ლივერპულის მატჩს აუცილებლად უნდა ვუყურო"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართება.

დღეს, 02:51

ალეგრი: "ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ჩემი გუნდი კარგ ფიზიკურ კონდინციებშია"

"ტორინოსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

დღეს, 02:47

რონალდუმ ტორინოსთან მოგებული მატჩი შეაფასა

"ტორინოსთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ გააკეთა.

დღეს, 02:42

რონალდუ იუვენტუსის ისტორიაში შევიდა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "იუვენტუსმა" "ტორინო" რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დღეს, 02:36

ემერიმ არსენალი გააგვიძა: როდის წააგეს ბოლოს ლონდონელებმა ოფიციალურ მატჩში?

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში გაიმართება საინტერესო შეხვედრა "საუთჰემპტონსა" და "არსენალს" შორის.

დღეს, 02:20

ჟესუსის კატასტროფული სტატსიტიკა დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს ბრაზილიელს გოლი გატანილი?

პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:14

პოჩეტინომ არსენ ვენგერის რეკორდი დაამხო

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გამართული მატჩი "ტოტენჰემსა" და "ბარნლის" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დღეს, 02:07

რეალის ბრწყინვალე შედეგი ლა ლიგაში - პირველად 2015 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასული ტურის მატჩი "რეალსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დღეს, 01:54

მთელი მსოფლიო კრიშტიანოს კრიტიკაშია: რატომ მიიღო რონალდუმ ყვითელი, გოლის გატანის შემდეგ?

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გამართული მატჩი "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დღეს, 01:48

ტურინული დერბი იუვენტუსმა რონალდუს გოლით მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გაიმართა ტურინული დერბი "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის.

დღეს, 01:42

კონტინენტის ფარი: ლოკომოტივმა იტალიური გუნდი დაამარცხა

თბილისის ‘ლოკომოტივმა’, „კონტინენტის ფარის“ ფარგლებში, იტალიური ტურნე წარმატებით დაასრულა და ‘ფიამე ოროს’ შემდეგ სტუმრად ‘კალვიზანოც’ დაამარცხა - 20:13.

დღეს, 01:29

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები