გვარდიოლა: "რატომ ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგაზე? - პრემიერ ლიგა უფრო მნიშვნელოვანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "რატომ ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგაზე? - პრემიერ ლიგა უფრო მნიშვნელოვანია"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სეზონი შეაჯამა. მოგეხსენებათ, მისი გუნდი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

"რატომ ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა? ვფიქრობ, პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და ამ ტიტულის მოგებაზე შემდეგ სეზონშიც ხელს მოვაწერდი.

მანჩესტერ სიტი რომ მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადართულიყო, დიდი შეცდომა იქნებოდა და შეიძლება ინგლისის ჩემპიონობაც ვერ მოგვეპოვებინა.

ამ ტურნირზე დიდი გუნდები თამაშობენ და მოგება ყოველთვის რთულია. თუ სიტი ბოლო 5 წელში ლიგას ვერ მოიგებს, კატასტროფა არ იქნება", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები