ვერონიკას დიდი თხოვნა ბუფონს: "ჯიჯი არ წახვიდე!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერონიკას დიდი თხოვნა ბუფონს: "ჯიჯი არ წახვიდე!"


ვერონიკას დიდი თხოვნა ბუფონს:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარის, ჯიჯი ბუფონის დას, ვერონიკას, არ სურს, რომ მისი ძმა ფეხბურთიდან წავიდეს.

მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ბუფონი "იუვენტუსს" დატოვებს.

"ბუფონს ხშირად ვთხოვ ხოლმე, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს. არ მინდა, რომ ჯიჯი ფეხბურთიდან წავიდეს.

ფრენბურთელი ვიყავი. 27 წლის ასაკში კი ბევრი მიზეზი მქონდა იმისთვის, რომ კარიერა დამესრულებინა და დავასრულე კიდეც, თუმცა ვერ ვხვდები, რა აქვს ბუფონს მიზეზად? 40 წლის რომაა მხოლოდ ის?", - აცხადებს ვერონიკა ბუფონი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები