ჰამშიკი: "არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ ნაპოლიში 500 მატჩს ჩავატარებდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ ნაპოლიში 500 მატჩს ჩავატარებდი"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტნის, მარეკ ჰამშიკის თქმით, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ ნეაპოლური კლუბის მაისურით 500 მატჩს ჩაატარებდა.

30 წლის სლოვაკმა იტალიური გუნდის მაისურით თავისი საიუბილეო შეხვედრა კვირას გამართა.

"ნაპოლის" რიგებში ჩემი პირველი მატჩი კარგად მახსოვს", - წერს ჰამშიკი თავის ოფიციალურ საიტზე.

"ეს 2007 წლის აგვისტოში მოხდა, იტალიის თასზე "ჩეზენასთან" ვითამაშეთ და 4:0 მოვიგეთ. მოედანზე 90 წუთი გავატარე და გოლი გავიტანე".

"არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ "ნაპოლიში" 500 მატჩს ჩავატარებდი. ეს უბრალოდ ციფრებია, სტატისტიკა, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ", - დასძინა მარეკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები