კოვაჩის პირველი კანონი: მარტინესს სამშობლოში ვიზიტები აეკრძალება

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, გუნდში მკაცრი დისციპლინის დამყარებას აპირებს და ამ მიმართულებით ერთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ზემოთსენებული პრესის ინფორმაციით, 46 წლის ხორვატი სპეციალისტის სანქცია "რეკორდმაისტერის" საყრდენ ნახევარმცველს, ხავი მარტინესს, შეეხება. მარტინესს მატჩებსა და ვარჯიშებს შორის მოკლე შვებულებების დროს ესპანეთში ჩასვლა აეკრძალება.
ხავი მარტინესი საკმაოდ აქტიური და ექსტრემალური ტიპია, რომელსაც უყვარს მოგზაურობა და პატარა შესვენებების დროს სამშობლოს ხშირად სტუმრობს ხოლმე.
ნიკო კოვაჩი მიუნხენური გრანდის თავკაცი ოფიციალურად 1 ივნისიდან გახდება, ხოლო გუნდთან პირველ შეკრებას 2 ივლისს გამართავს.