ავტორიზაცია

ჰაინკესი რობენს ენდობა

ჰაინკესი რობენს ენდობა
თარიღი 27 თებ 2013, 23:41
დორტმუნდის "ბორუსიასთან" გერმანიის თასის მოახლოებული შეხვედრის წინ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ვინგერს საკმარის სათამაშო დროს მისცემს. "ჩვენ ამბიციურები და ძალიან მოტივირებულნი ვართ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ და ფეხბურთის უმაღლეს დონეზე ვასპარეზობთ. სწორედ ამიტომ, "დორტმუნდთან" მატჩის წინ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი". "მე ამ საიდუმლოს შენახვას არ ვაპირებ. თუ რობენი ვარჯიშზე ნორმალურად ივარჯიშებს და მის ჯანმრთელობას არაფერი არ დაემუქრება, მაშინ იგი დღეს გასამართ შეხვედრაში პირველივე წუთებიდანვე გავა მოედანზე",-განაცხადა იუპ ჰაინკესმა. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" სათასო დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.