რობინ ვან პერსის მომავალი გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობინ ვან პერსის მომავალი გარკვეულია


რობინ ვან პერსის მომავალი გარკვეულია

"ფეიენოორდმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით თავდამსხმელ რობინ ვან პერსისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, როტერდამულ კლუბში 34 წლის ფორვარდი 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, ვან პერსი "ფეიენოორდის" აღზრდილია, რომლის რიგებშიც 2001 წლიდან 2004 წლამდე ასპარეზობდა.

როტერდამის შემდეგ რობინმა "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ფენერბაჰჩეში" ითამაშა. 2018 წლის იანვარში იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

ვან პერსიმ ჰოლანდიის ჩემპიონატის 2017/18 წლების გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები