ბონუჩი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს


ბონუჩი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანის" კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის, დამატებით არის დაინტერესებული.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამისათვის იდეალურ ვარიანტად ბონუჩი მიაჩნია.

31 წლის იტალიელი მილანურ გრანდს გასული წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა, მაგრამ სადებიუტო სეზონი როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის, წარუმატებელი გამოდგა.

მოსალოდნელია, რომ "როსონერი" ლეონარდო ბონუჩის 42 მილიონ ევროდ დათმობს.

ბონუჩიმ ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 50 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები