ჟირუ: "ჩვენი მიზანი მინიმუმ 1/2 ფინალია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟირუ: "ჩვენი მიზანი მინიმუმ 1/2 ფინალია!"


ჟირუ:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის "ლურჯების" მიზანზე ისაუბრა.

"ჩვენ ნამდვილი მეომრები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2014 წლის მუნდიალზე უკეთ ვიასპარეზოთ.

მიზანი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუსახა - ნახევარფინალში გასვლაა.

თუმცა როდესაც ფინალამდე 5 დღეა დარჩენილი, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ ბოლომდე მიხვიდე და მხოლოდ მიზნის შესრულებით არ დაკმაყოფილდე", - აღნიშნა 31 წლის ფრანგმა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები წინა მსოფლიო პირველობაზე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომდევნო ჩემპიონ გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
საფრანგეთის ნაკრები ოლივიე ჟირუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები