ჰაზენჰიუტლმა ლაიფციგი დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლმა ლაიფციგი დატოვა


ჰაზენჰიუტლმა ლაიფციგი დატოვა

"ლაიფციგის" ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, ერთიანი მოლაპარაკებების შედეგად კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ 50 წლის ავსტრიელი სპეციალისტი გუნდის თავკაცი აღარ არის და ახალი სეზონიდან "ლაიფციგს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

რალფ ჰაზენჰიუტლმა "ლაიფციგი" 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ბუნდესლიგის დებიუტანტი გუნდი პირველივე სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახადა.

ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შემდეგ კი "ხარებმა" ამ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგის საგზური გაიფორმეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი რალფ ჰაზენჰიუტლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები