ჰოფენჰაიმმა ალჟირის ნაკრების ფორვარდი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰოფენჰაიმმა ალჟირის ნაკრების ფორვარდი დაიმატა


ჰოფენჰაიმმა ალჟირის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

ბელგიური "სტანდარდის" თავდამსხმელი, ისაკ ბელფოდილი, კარიერას გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში გააგრძელებს.

ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევის ტრანსფერი "ჰოფენჰაიმის" ოფოციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა.

ბელფოდილმა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონი ბუნდესლიგაში ბრემენის "ვერდერის" რიგებში იჯარის წესით ჩაატარა, ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის აწგასულ სეზონში 26 წლის აფრიკელმა 26 მატჩი ჩაატარა (13 ძირითადში), 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "სოფლელებმა", რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, უკვე მეორე ტრანსფერი განახორციელეს. აქამდე "ჰოფენჰაიმმა" ლეონარდო ბიტენკურტი დაიმატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები