ჰამბურგმა ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამბურგმა ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა


ჰამბურგმა ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ტიტცმა, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

47 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "დინოზავრებთან" 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.

ტიტცმა "ჰამბურგი" მარტის დასაწყისში ჩაიბარა, 6 თამაშში 12 ქულა მოაპოვებინა, მაგრამ საბოლოოდ, გუნდი ბუნდესლიგიდან მაინც გავარდა. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილი დარჩა.

"ჰამბურგი" აქამდე ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც ბუნდესლიგის ყვეალა სეზონში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და წელს პირველად გავარდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰამბურგი კრისტიან ტიტცი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები