იმობილე ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იმობილე ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს


იმობილე ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს

რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, საკუთარ გუნდს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში დაეხმარება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, რომაული კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა ტრავმა უკვე მოიშუშა და იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, თამაშს მოახერხებს.

28 წლის იტალიელი ფორვარდი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ეროვნული ჩემპიონატის 32 თამაშში 29 ბურთის გატანა მოახერხა.

"არწივები" ბოლო ტურის წინ 72 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და "ინტერს", რომელსაც 20 მაისს საკუთარ მოედანზე შეხვდებიან, 3 ქულით უსწრებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერილაციო ჩირო იმობილე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები