სოკრატისი არსენალს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სოკრატისი არსენალს უახლოვდება


სოკრატისი არსენალს უახლოვდება

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, იუწყება, რომ "მეთოფეები" სოკრატისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან.

29 წლის ბერძენის მოქმედი კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2019 წლის ზაფხულში იწურება და მას გახანგრძლივება არ სურს, ამიტომ გერმანული კლუბი იძულებულია ის ახლა გაყიდოს.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild-ს" ინფორმაციით მისი ტრანსფერი "არსენალს" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

ამ სეზონში სოკრატისმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 9 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 - წითელიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები