Goal.Ge

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?


რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

პროვოკაციების მოყვარულ ესპანელ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, სერხიო რამოსსა და ჟერარდ პიკეს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ. განსაკუთრებით გამოსარჩევია გამოცემა "AS"-ი, რომლისთვისაც "ფურია როხას" მცველების დაპირისპირება ერთ-ერთი საყვარელი თემაა.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, პრესამ საერთოდ მტრად შერაცხა პიკე, არამხოლოდ რამოსის, არამედ მთელი ესპანეთის. ეს ფაქტი არის საწყენიც და გამაღიზიანებელიც. სინამდვილეში სერხიოსა და ჟერარდს შორის კონფლიქტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელიც გააფუჭებდა ნაკრებში არსებულ ატმოსფეროს.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

რამოსი და პიკე ცენტრალური მცველები არიან, თუმცა მათი სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სწორედ ამ თემის გარჩევა უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, თუ ვინ ვის არ ეხატება გულზე.

"AS"-ის პროვოკაციული ინსაიდის შემდეგ, ასპარეზზე გამოვიდა უფრო ავტორიტეტული "Marca", რომელმაც საბოლოოდ დაასამარა ჭორები კონფლიქტის შესახებ. უახლოეს მომავალში სერხიო და ჟერარდი ერთობლივი ბიზნესის წამოწყებას აპირებენ, ესპანელებს სურთ საკუთარი სპორტული ვებ-გვერდის გახსნა.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

რამოსსა და პიკეს არასდროს ჰქონიათ უთანხმოება მოედნის მიღმა. შეგვიძლია გავიხსენოთ განვლილი ელ კლასიკოების რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა იმ მატჩებში დაძაბულობა ხომ პიკს აღწევს.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

გასულ აგვისტოს მადრიდის "რეალის" კაპიტანი ყველანაირად დაუდგა გვერდში თავის კატალონიელ კოლეგას. სერხიომ თავშეკავებისკენ მოუწოდა გულშემატკივრებს:

"პატივი ეცით პიკეს იმის გამო, რომ მას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ნაკრებისა და თავისი გუნდისთვის. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს ჟერარდს, ის თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს,"

"ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც. რაც მთავარია ჩვენს შორის ურთიერთპატივისცემა სუფევს. ორივემ კარგად ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალური მცველების დუეტს ვქმნით,"

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

უარყოფითი დამოკიდებულება არც პიკეს მხრიდან შეინიშნება. სწორედ ჟერარდმა შექმნა ის ცნობილი ჩატი "WhatsApp"-ში, სადაც გაწევრიანებულები არიან "რეალისა" და "ბარსელონას" მოთამაშეები. ისინი მუდამ ხუმრობენ ერთმანეთში, უზიარებენ სხვადასხვა ინფორმაციასა და წიგნებსაც კი.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

ყველაზე მთავარი ის არის, რომ რამოსი და პიკე კონკურენტები არ არიან. პირიქით, ესპანეთის ნაკრებში ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. სერხიო უფრო მოწინააღმედეგეზეა კონცენტრირებული, ჟერარდი კი აზღვევს თავის პარტნიორს და არეგულირებს თამაშგარეს ხაზს.

"რეალი", "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები არასდროს ცვლის ტაქტიკას იმის მიხედვით თუ ვინ არის მეტოქე. რამოსი და პიკე უკვე დიდი ხანია, რაც ერთი და იგივეს აკეთებენ, სტაბილურად და თითქმის უშეცდომოდ.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

ორი მცველის თამაშის მანერას შორის კიდევ ერთ სხვაობას ვხედავთ. სერხიოს ახასიათებს სიხისტე, ჟერარდს ეს ნაკლებად ეხება. ცნობისთვის უკანასკნელ 9 სეზონში რამოსმა მიიღო 117 ყვითელი და 13 წითელი ბარათი, პიკემ კი 84 ყვითელი და მხოლოდ 6 წითელი.

ორივე ცენტრალური მცველი სხვადასხვანაირად ახდენს გავლენას გუნდის შეტევაზე, თუმცა პრინციპი ერთია - სტანდარტების გამოყენება. "რეალის" კაპიტნის შეტევაში ჩართვა უკვე საკულტო მოვლენად იქცა, ყველამ კარგად იცის თუ როგორი სახიფათოა რამოსი შეხვედრის ბოლო წუთებზე.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

რაც შეეხება პიკეს, მასაც ძალიან კარგად ეხერხება კუთხურისგან ან ჯარიმისგან გოლის გამოძერწვა, ბოლოს და ბოლოს ჟერარდი ყველაზე მაღალი ფეხბურთელია "ბარსელონაში", თუმცა ესპანელი არც თამაშიდან შეგდებაზე ამბობს უარს.

როდესაც "ბლაუგრანას" სასწრაფოდ სჭირდება გოლის გატანა პიკე იწევს მაღლა და რჩება იმ დრომდე, სანამ არ მიაღწევს საწადელს. გავიხსენოთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. "ნერიაძურის" კატენაჩოს მიუხედავად, ჟერარდმა მაინც მოახერხა ჟულიო სეზარის კარის აღება.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

საიმედოობა, წინდახედულობა, სტაბილურობა და მრავალფეროვნება - სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობეს რამოსი-პიკეს დუეტის წარმატებულობა. ვნახოთ, რით გაგვაოცებენ ესპანელები ამჯერად უკვე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რამოსი პიკეს წინააღმდეგ - რა ხდება რეალურად ფეხბურთელებს შორის?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აზარმა ჩელსის ულტიმატუმი წაუყენა - როდის უნდა ბელგიელს რეალში გადასვლა?

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, ედენ აზარმა "ჩელსის" ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 15:03

რეალს 90-მილიონიანი ტრანსფერი ჩაეშალა

მადრიდის "რეალს" საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა.

დღეს, 14:59

რა ბედი ელის სანეს? - მანჩესტერ სიტის პოზიცია ცნობილია

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ლეროი სანეს შეძენა "ბაიერნს" სურს.

დღეს, 14:55

რეალი 88 მილიონ ფუნტს იხდის - რამდენს ითხოვს ჩელსი?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 14:51

"მწვრთნელის მომავლის განხილვა ჩემი საქმე არ არის", - პიკე ვალვერდეს მუშაობას აფასებს

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მუშაობა შეაფასა.

დღეს, 14:47

მანჩესტერსა და ბარსელონას რიშარლისონის ფასი შეუთვალეს

"ევერტონის" ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ.

დღეს, 14:15

სარი იუვენტუსში? - ნაპოლის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

აურელიო დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ნეაპოლელთა ექს-თავკაცი "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

დღეს, 14:10

მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-ს ფეხბურთელის ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ს ფეხბურთელის დამატებას ეცდება.

დღეს, 14:02

"ეს არ გააკეთო, ლეროი...", - შალკეს თხოვნა სანეს

"შალკე" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, ლეროი სანეს თხოვნით მიმართავს.

დღეს, 13:53

რონალდუმ ახალი სპორტული ავტომობილი შეიძინა [ფოტოები]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი სპორტული ავტომობილი შეიძინა.

დღეს, 13:50

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

2005 წლის 25 მაისს საფეხბურთო სამყარომ 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და წარმოუდგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იხილა.

დღეს, 13:49

ოფიციალურად: ნაცუ ბაშოს გამარჯვებული გამოვლინდა

ნაცუ ბაშოს მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს.

დღეს, 13:17

ოძეკიიიიიიი! ტოჩიმ საპატიო სტატუსი იოკოძუნას დამარცხებით დაიბრუნა [VIDEO]

მაშინ, როდესაც მსაჯებმა გუშინ გამარჯვება წაართვეს, ქართველი დღეს დოჰიოზე გავიდა და თავისი სიძლიერე ყველას დაანახა.

დღეს, 12:59

რამოსი: "რა მითხრა კასილასმა მას შემდეგ, რაც ატლეტიკოსთან ანგარიში გავათანაბრე?"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, 5 წლის თავზე "ატლეტიკოსთან" მოგებული ფინალი გაიხსენა.

დღეს, 11:46

მარკინიოსი იუვენტუსში? ფეხბურთელმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"პარი სენ-ჟერმენის" მცველს, მარკინიოსს, ბოლო პერიოდში ხშირად "იუვენტუსში" გადასვლას უკავშირებდნენ.

დღეს, 11:39

მესი ბარსელონას პრეზიდენტს საკუთარ სახლში შეხვდა?

"ბარსელონას" ლიდერი საკუთარ სახლში გუნდის პრეზიდენტს შეხვდა.

დღეს, 11:33

რეალი ახალ წინადადებას ამზადებს

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერი დროის საკითხია.

დღეს, 11:25

ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორი: "გვეგონა, რომ კოუტინიო ინიესტას შეცვლიდა"

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ფერნანდესმა, ფილიპე კოუტინიოს შეძენის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 11:17

პიკემ ლივერპულთან წაგება რომში ერთი წლის წინ განცდილ მარცხს დააბრალა

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, "ლივერპულთან" წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 11:14

რეალმა იოვიჩის ალტერნატივას მიაგნო

"აინტრახთან" მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი სირთულეების გამო, მადრიდელებმა სხვაგანაც გაიხედეს.

დღეს, 11:11

ბარსელონა ენფილდზე განცდილი კატასტროფის დავიწყებას ზედიზედ მეხუთე თასით შეეცდება

ესპანურ სეზონს ოფიციალურად სამეფო თასის ფინალი დახურავს, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 11:04

"რობერის" ოქროს დუბლით გაცილება თუ ლაიპციგის ისტორიაში პირველი ტიტული?

დღეს, 25 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე", "ბაიერნი" და "ლაიპციგი" გერმანულ სეზონს დაასრულებენ.

დღეს, 10:34

რანგნიკი: "ვერნერი ბაიერნში? არ ვარ დარწმუნებული"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა, ტიმო ვერნერის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:48

ლამპარდი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფრენკ ლამპარდმა, ლონდონის "ჩელსიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:47

ვენგერი ფინალის ბაქოში ჩატარებაზე: "ეს ღამის კოშმარია!"

ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა ევროპა ლიგის ფინალის აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარება შეაფასა.

დღეს, 01:39

ესპანური პრესა: რეალი მომდევნო თვეში ტოტენჰემის მოთამაშის ტრანსფერს დაადასტურებს

ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - მომდევნო თვეში მადრიდის "რეალი" გრანდიოზულ ტრანსფერს ოფიციალურად განახორციელებს.

დღეს, 01:34

ჩელსის ყოფილი მოთამაშე: "ლამპარდი აუცილებლად დაბრუნდება"

ლონდონის "ჩელსისა" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გლენ ჯონსონმა, ფრენკ ლამპარდის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 01:29

ბრძოლა დასრულებულია: ლეო მესიმ მეექვსე ოქროს ბუცი მოიგო

2018/19 წლების სეზონის შედეგად ოქროს ბუცის მფლობელი კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, გახდა.

დღეს, 01:25

ტოტენჰემის ლეგენდა: "მანჩესტერს პოჩეტინო უფრო მოუხდება, ვიდრე სოლსკიაერი"

ლონდონის "ტოტენჰემის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მაურისიო პოჩეტინოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო წასვლა შეაფასა.

დღეს, 01:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10