"მე რომ არა, რაული ატლეტიკოში დაბრუნდებოდა", - რეალის ყოფილი ხელმძღვანელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მე რომ არა, რაული ატლეტიკოში დაბრუნდებოდა", - რეალის ყოფილი ხელმძღვანელი



მადრიდის "რეალის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ხორხე ვალდანომ რაულის ტრანსფერი გაიხსენა.

1990-1992 წლებში ესპანელი "ატლეტიკოში" იზრდებოდა, რის შემდეგაც "რეალის" სკოლაში წავიდა.

ცნობილია, რომ რაულს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურდა, თუმცა ვალდანომ გადააფიქრებინა.

"როდესაც, "რეალში" მივედი, რაული იქ უკვე 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. რამონ მარტინესმა (პრეზიდენტი) მითხრა, რომ მას ყოფილ გუნდში, "ატლეტიკოში" დაბრუნება სურდა.

პირადად მე გადავარწმუნე ის, რომ "სამეფო კლუბიდან" არ წასულიყო", - განაცხადა ვალდანომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები