ოფიციალურად: მარადონა აღმოსავლეთ ევროპაში იმუშავებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: მარადონა აღმოსავლეთ ევროპაში იმუშავებს


ოფიციალურად: მარადონა აღმოსავლეთ ევროპაში იმუშავებს

არგენტინელმა ლეგენდამ დიეგო მარადონამ სამწვრთნელო კარიერა განაახლა.

ცნობილია, რომ 57 წლის დიეგო კარიერას ბელარუსში განაგრძობს, სადაც ბრესტის "დინამოს" ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, რომ მარადონა პირველად მთავარი მწვრთნელის რანგში 1994 წელს მოგვევლინა, როდესაც ერთ-ერთი არგენტინული გუნდი ჩაიბარა, შემდეგ იყო "რასინგი".

1995 წლის შემდეგ, ის სამწვრთნელო კარიერას 2008 წელს დაუბრუნდა და არგენტინის ნაკრები ჩაიბარა.

2011-2012 წლებში დიეგო "ალ ვასლის" წვრთნიდა, ბოლოს კი 2017-2018 წლებში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები