20-წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

20-წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანში


20-წლამდელების გამარჯვება აზერბაიჯანში

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად აზერბაიჯანთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა ბაქოში, "დალგა არენაზე" გაიმართა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, თუმცა ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში დავით მუჯირმა, მერე კი კაპიტანმა დავით სამურკასოვმა შეასრულა საგოლე თავური.

მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ქავთარაძე, გაბიტაშვილი, ფურცელაძე, ყურშავიშვილი, ტაბატაძე, სამურკასოვი, ძებნიაური, ფოჩხუა, ბუღრიძე, ერგემლიძე, არველაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კერელეიშვილი, ფაცაცია, ჯინჯოლავა, საღრიშვილი, ლეჟავა, მუჯირი, სპანდერაშვილი, დარცმელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები