ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, გრიზმანს თავის მომავალზე ჰკითხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, გრიზმანს თავის მომავალზე ჰკითხეს


ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, გრიზმანს თავის მომავალზე ჰკითხეს

ევროპა ლიგის ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" "მარსელს" დაუპირისპირდა და მეტოქე ძალიან მარტივად, 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ატლეტიკოს" ფრანგ შემტევს ანტუან გრიზმანს თავის მომავალზე ჰკითხეს.

"დავტოვებ თუ არა ატლეტიკოს? ვფიქრობ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. ტიტული მოვიგეთ და უბრალოდ, დავტკბეთ ამ ბედნიერებით.

რაც შეეხება სიმეონეს, ფაქტია, ამ სპეციალისტმა დიდ ფეხბურთელად მაქცია. მისგან ბევრი ვისწავლე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები", - აცხადებს გრიზმანი.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, გრიზმანი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები