Kicker: დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Kicker: დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია


Kicker: დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

"ნიცას" მთავარი მწვრთნელი, ლუსიენ ფავრი, ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი გახდება.

გერმანულმა კლუბმა 2017/18 წლების სეზონში ორი მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა - ჯერ 2017 წლის დეკემბერში პიტერ ბოში, ხოლო ამ სეზონის ბოლოს პიტერ შტიოგერი.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Kicker" იტყობინება, რომ "ყვითლების" ხელმძღვანელობა ფავრს უკვე შეუთანხმდა. ლუსიენი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

60 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი 2007-09 წლებში ბერლინის "ჰერტას", ხოლო 2011-15 წლებში მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ავარჯიშებდა.

ფრანგული კლუბი ფავრმა 2016 წელს ჩაიბარა და "ნიცა" გასულ სეზონში მე-3 ადგილზე გაიყვანა. ამ სეზონს კი გუნდი ექვსეულში ასრულებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ლუსიენ ფავრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები