იუვენტუსის პრეზიდენტმა ბუფონის შემცვლელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსის პრეზიდენტმა ბუფონის შემცვლელი დაასახელა


იუვენტუსის პრეზიდენტმა ბუფონის შემცვლელი დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალურ განცხადებას გამოეხმაურა და მისი შემცვლელიც დაასახელა.

"ამ მომენტისთვის ბუფონს ხელში სხვადასხვა კლუბებისგან ბევრი შემოთავაზება უჭირავს და მან იცის, რომ ჩვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ.

ახლა მისთვის მხოლოდ მადლობის თქმა და შაბათ საღამოს სიამოვნების მიღება შემიძლია.

ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო სეზონში "იუვენტუსის" კარს ვოიჩეხ შესნი ისევე დაიცავს, როგორც სხვა ჩემპიონები მის წინ", - განაცხადა ანიელიმ.

ასევე იხილეთ: ბუფონმა დაადასტურა - ჯიჯიმ იუვენტუსი დატოვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები