ლიხშტაინერი დორტმუნდში არ გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიხშტაინერი დორტმუნდში არ გადადის


ლიხშტაინერი დორტმუნდში არ გადადის

ტურინის "იუვენტუსის" გამოცდილმა მარჯვენა მცველმა, სტეფან ლიხშტაინერმა, თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"დორტმუნდის "ბორუსიაში" არ მივდივარ. ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ჩინეთში ნამდვილად არასოდეს წავალ. ფულის მონა არასოდეს ვყოფილვარ და ახლა უბრალოდ მჭირდება ადგილი, სადაც კარგი საცხოვრებელი პირობებია.

ჩემი ცოლი და ბავშვები თავს ბედნიერად უნდა გრძნობდნენ, ამიტომ ჩინეთი არც განიხილება", - აღნიშნა 34 წლის შვეიცარიელმა.

ლიხშტაინერი ტურინულ გრანდს ზაფხულში ტოვებს და ის თავისუფალი აგენტი გახდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები