ფიგუ-ინტერს: "არ გაყიდოთ იკარდი!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფიგუ-ინტერს: "არ გაყიდოთ იკარდი!"


ფიგუ-ინტერს:

მილანის "ინტერის" ყოფილმა ვინგერმა, ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ, "ნერაძურის" ხელმძღვანელობას მაურო იკარდის თაობაზე რჩევა მისცა.

"დიდ გუნდებს საუკეთესო მოთამაშეები უნდა ჰყავდეთ, ვინაიდან მათთან ერთად საკუთარი მიზნების მიღწევა უფრო მარტივი იქნება. თუმცა სპორტულ და ეკონიმიკურ დონეებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული.

"ინტერი" დიდი გუნდია და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვეს, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

მილანურ კლუბს ვეტყოდი, რომ იკარდი უბრალოდ არ გაყიდონ!", - აღნიშნა ფიგუმ.

25 წლის არგენტინელი ფორვარდი "ინტერის" კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირია - სერია ა-ს 33 მატჩში იკარდიმ 28 გოლი გაიტანა. მისით მადრიდის "რეალი" არის დაინტერესებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები