ოფიციალურად: რობენმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: რობენმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა


ოფიციალურად: რობენმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, დღეს გერმანულ გრანდთან ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 34 წლის ჰოლანდიელი მიუნხენური კლუბის ღირსებას 2019 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

არიენ რობენი "ბაიერნს" 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. რობენი ახლა ტრავმირებულია და სავარაუდოდ, გერმანიის თასის ფინალს გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები