ჰაინკესმა ლიოვი გააკრიტიკა: "მისი არ მესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესმა ლიოვი გააკრიტიკა: "მისი არ მესმის"


ჰაინკესმა ლიოვი გააკრიტიკა:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გერმანიის ნაკრების შემადგენლობის შერჩევის გამო იოახიმ ლიოვი გააკრიტიკა.

"ბუნდესთიმის" მთავარმა მწვრთნელმა 27 კაციანი გაფართოებული სია წარადგინა, რომელშიც "რეკორდმასიტერის" ცენტრფორვარდი, სანდრო ვაგნერი, ვერ მოხვდა.

"სანდროს ვუთხარი, რომ მას მუნდიალზე აუცილებლად წავიყვანდი. სიმართლე გითხრათ, ლიოვის გადაწყვეტილება არ მესმის", - აღნიშნა 72 წლის გერმანელმა.

ლიოვმა ვაგნერს მარიო გომესი და ნილს პეტერსენი ამჯობინა, ხოლო სანდრომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები