ლევანდოვსკი თავის აგენტს ფარულად შეხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი თავის აგენტს ფარულად შეხვდა


ლევანდოვსკი თავის აგენტს ფარულად შეხვდა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, თავის მომავალზე სერიოზულად ფიქრობს - ბრიტანულ პრესაში ახალი დეტალები გავრცელდა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "The Sun" იტყობინება, რომ 29 წლის პოლონელი ფორვარდი მიუნხენის ერთ-ერთ აზიურ რესტორანში თავის აგენტ პინი ზაჰავის ფარულად შეხვდა.

ლევანდოვსკიმ და მისმა ახალმა წარმომადგენელმა რობერტის მომავალზე ისაუბრეს. როგორც ჩანს, პოლონელს მიუნხენური გრანდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და სურს, რომ ახალი კლუბი იპოვნოს.

შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე პინი ზაჰავიმ კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ რობერტმა ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ყველაფერს გავაკეთებ მისი სახელისთვის.

ის დიდებული ფეხბურთელია. ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, ამიტომ არ არის სიურპრიზი, რომ მის თაობაზე ძალიან ბევრი დიდი კლუბისგან ვიღებ შემოთავაზებას.

წავა თუ არა რობერტი მადრიდის "რეალში"? ვნახოთ. ახლა დროა, რომ ჩემი სამუშაო შევასრულო."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები