მომავალი სეზონისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 24 გუნდი უკვე მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მომავალი სეზონისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 24 გუნდი უკვე მოხვდა


მომავალი სეზონისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 24 გუნდი უკვე მოხვდა

ევროპის რამდენიმე შიდა ჩემპიონატი უკვე დასრულდა და ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოვლენ.

ახალი სეზონიდან, უეფას რეიტინგში მყოფი პირველი 4 ჩემპიონატიდან, 4 გუნდი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

უეფას პირველ 4 პოზიციაზე კი პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა და სერია ა არის.

ასევე, ჯგუფურ ეტაპზე ჯამში 32 გუნდი ხვდება, საიდანაც 26 პირდაპირ გავა, საკვალიფიკაციო ეტაპიდან კი მხოლოდ 6 გუნდი გამოვლინდება.

ამ ეტაპისთვის ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოხვდნენ:

1. ბარსელონა
2. ატლეტიკო
3. რეალი
4. ვალენსია
5. მანჩესტერ სიტი
6. მანჩესტერ იუნაიტედი
7. ტოტენჰემი
8. ლივერპული
9. ბაიერნი
10. შალკე
11. ჰოფენჰაიმი
12. დორტმუნდი
13. იუვენტუსი
14. რომა
15. ნაპოლი
16. ლაციო ან ინტერი
17. პსჟ
18-19 მონაკო, მარსელი და ლიონიდან ორი მოხვდება
20. ცსკა მოსკოვი
21. ლოკომოტივი მოსკოვი
22. პორტო
23. შახტარი
24. ბრიუგე
25. თურქეთის ჩემპიონი
26. ჩეხეთის ჩემპიონი
26-32 - საკვალიფიკაციო ეტაპიდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები