რეალი მადრიდში, კიევიდან ქომაგებს უფასოდ დააბრუნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი მადრიდში, კიევიდან ქომაგებს უფასოდ დააბრუნებს


რეალი მადრიდში, კიევიდან ქომაგებს უფასოდ დააბრუნებს

26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" "ლივერპულს" ხვდება.

კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე მადრიდელი ქომაგებისთვის 16 000 ადგილია გამოყოფილი.

ფლორენტინო პერესი მოწადინებულია, რომ ფანებს უკრაინაში გამგზავრებისთვის კომფორტი შეუქმნას.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთ-ერთი კარის უკან, ტრიბუნა სრულიად თეთრ ფერებშია. ეს ქომაგები "გრადა ფანსის" წევრები არიან, რომლებიც "რეალის" ყოველთვის გვერდში უდგანან.

შესაბამისად, ფლორენტინო პერესმა ფან კლუბის წევრებს შეღავათები გაუკეთა.

არც ერთი მათგანი, კიევიდან მადრიდში დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთებში თანხას არ გადაიხდის - ამ ხარჯებს კლუბი დაფარავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები