ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი დაასახელა


ოუენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი დაასახელა

26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" "ლივერპულს" ხვდება.

შეხვედრის წინ მაიკლ ოუენმა ისაუბრა, რომელიც წარსულში ორივე გუნდში გამოდიოდა.

"ორი განსხვავებული სტილის კლუბი უპირისპირდება ერთმანეთს. "ლივერპული" ძლიერი გუნდების წინააღმდეგ საკმაოდ კარგად თამაშობს, ისინი კონტრ-შეტევებზე წამიერად გადადიან.

კლოპის ფეხბურთელები ბურთის ფლობაზე არ ფიქრობენ და ყველაფერს ერთი შეხებით აკეთებენ.

ფავორიტი? ვფიქრობ, რომ "რეალია", ეს გუნდი მაშინ იგებს, როდესაც სჭირდებათ. ამ სეზონის დაწყების წინ, ტელევიზიაში ვიყავი და ვთქვი, რომ სწორედ "სამეფო კლუბი" მოიგებდა ლიგას", - განაცხადა ოუენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები