იან ობლაკმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იან ობლაკმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა


იან ობლაკმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"ატლეტიკოს" მეკარემ, იან ობლაკმა აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს.

აქამდე გავრცელებული ჭორების თანახმად, 25 წლის სლოვენიელით სხვა კლუბები ინტერესდებიან.

"ადამიანები ძალიან ბევრს საუბრობენ, მათ თავიანთი აზრი გააჩნიათ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში".

"ჯერ კიდევ მადრიდში ვარ და სხვა დანარჩენზე არ ვფიქრობ. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ლიგა მოვიგეთ. დიდი დროის მანძილზე ეს პირველი ტიტულია, ამიტომაც ბედნიერები ვართ", - ციტირებს ობლაკის სიტყვებს AS.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები