პორტუს მცველი ლესტერს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პორტუს მცველი ლესტერს უახლოვდება


პორტუს მცველი ლესტერს უახლოვდება

"ლესტერი" "პორტუს" მცველის, რიკარდო პერეირას შეძენასთანაა ახლოს, წერს The Telegraph.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, აღნიშნული ტრანსფერი "მელიებს" დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა 33 მილიონი ფუნტია, ინგლისელებს ფასის დაკლებისა და ფეხბურთელის ხელში ჩაგდების იმედი აქვთ.

პერეირათი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი, კლოდ პიუელია დაინტერესებული, რომელიც ფეხბურთელს "ნიცაში" მუშაობისას წვრთნიდა.

პერეირა "პორტუში" 2013 წლიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში მცველმა "დრაკონების" მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები