ინიესტა ნეიმარის რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა ნეიმარის რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა


ინიესტა ნეიმარის რეალში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის "რეალში" შესაძლო გადასვლას რაღაც საშინელებად არ მიიჩნევს.

აქამდე არსებული ჭორების თანახმად, მადრიდელებს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება ზაფხულში უნდათ.

"ნეიმარი "რეალში"? ეს რაღაც საშინელება არ იქნებოდა", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს A Bola.

"ამ სიტუაციაზე საუბარი არ მსურს. თუ "რეალში" გადავა, ეს მადრიდელებს სარგებელს მოუტანს".

"მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" ამის გამო ჭკუიდან შეშლა უღირდეს", - დასძინა ანდრესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები