კაპელო: "იუვენტუსის ერა არ დასრულებულა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაპელო: "იუვენტუსის ერა არ დასრულებულა"


კაპელო:

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელი, ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ გუნდს თავისი წარმატების გამეორება მომავალ სეზონშიც შეუძლია.

მოგეხსენებათ, ამ სეზონში ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგეს.

"ვეთანხმები მათ, ვინც მიიჩნევს, რომ "იუვენტუსის" ერა არ დასრულებულა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Corriere dello Sport.

"ტურინელებს მეტოქეები ჯერ ძალიან ჩამორჩებიან. ვფიქრობ, მათ სკუდეტოს ზედიზედ მერვედ მოგება შეუძლიათ. ფეხბურთში ყველაფერზე მნიშვნელოვანი თამაშის ორგანიზება და გამარჯვების წყურვილია".

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები