"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?



გარეტ საუთგეიტის მიერ დასახელებულმა 23-კაციანმა შემადგენლობამ გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია ბრიტანულ პრესაში. ინგლისელი ჟურნალისტების უმეტესობამ უკვე დაასამარა თავიანთი ნაკრების შანსები და პერსპექტივები.

ერთი სიტყვით პესიმისტურად განწყობილი გულშემატკივრები მორიგი ფიასკოს მოლოდინში არიან, ოპტიმისტები კი თავს იკავებენ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან. განვიხილოთ დეტალურად ბრიტანული პუბლიკის უკმაყოფილების მთავარი მიზეზები.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

შემადგენლობაში არის 3 მარჯვენა მცველი - კაილ უოკერი, კირან ტრიპიერი და ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი. ეს ძალიან ცუდი იდეაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელზეც ნებისმიერი ნაკრები საჭიროებს შემტევი პოტენციალის მაქსიმალურ ვარიაციას.

რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული საუთგეიტს, აღნიშნულ პოზიციაზე 3 მოთამაშის ყოლა არის საკმარისზე მეტი. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ერთი სუფთა მარჯვენა მცველი, მეორე კი ე.წ. უნივერსალი.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა საპირისპირო ფლანგზეც. დენი როუზი და უკვე ეშლი იანგიც არიან მარცხენა მცველები, თუმცა მათ გარდა შემადგენლობაში არის კიდევ ფაბიან დელფი. "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი მოხვდა ნაკრებში განვლილი სეზონის წყალობით, რომელშიც მან წარმატებით წარმოაჩინა თავი როგორც მცველმა და არა შუახაზელმა.

თეორიულად შეგვიძლია დელფის ნახევარმცველად კლასიფიცირებაც, მაგრამ ის უფრო სასარგებლოა როგორც ისევ და ისევ განაპირა მცველი. შუახაზელი ფაბიანის კლასი არ შეესაბამება ინგლისის და მითუმეტეს "სიტის" დონეს. მისი განაცხადში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შეტევაში არის კიდევ ერთი ფეხბურთელით ნაკლები.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

გასაკვირია, რომ 3 მარცხენა მცველს შორის აარონ კრესუელისთვის არ მოიძებნა ადგილი. მას ეძახიან ინგლისელ სესარ ასპილიკუეტას - ფულბექი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს შუაში 3 ცენტრალურ მცველიანი ტაქტიკის დროს. აარონი შეტევაშიც ერთვება წარმატებულად, განვლილ სეზონში მისი ანგარიშზე 7 ასისტი იყო. ის კეტავს ორ პოზიციას და არის იგივე იანგზე უფრო პროდუქტიულიც.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

კიდევ ერთი პრობლემა გამოიხატება ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველის არ არსებობაში. დიახ, საუთგეიტის განკარგულებაშია დელე ალი, თუმცა "ტოტენჰემში" შეტევის ინტელექტზე პასუხისმგებელი არის კრისტიან ერიქსენი. ალი უფრო მეტოქის საჯარიმოზეა კონცენტრირებული, ვიდრე მოედნის ცენტრზე.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

ამ შემთხვევაში ინგლისს ჰაერივით სჭირდება მაღალი დონის ვინგერები, რადგან ხოსეპ გვარდიოლა გვასწავლის:

"თუ გინდა, რომ შეტევა განახორციელო ცენტრიდან, მაშინ აუცილებლად უნდა გყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ფართოდ იხსნებიან ფლანგებზე. იმ შემთხვევაში თუ უტევენ ვინგერები, მათ აუცილებლად სჭირდებათ ცენტრში განლაგებული მოთამაშეების დახმარება. სხვა შემთხვევაში ბალანსი არ იქნება დაცული,"

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

ცალკე განხილვის თემაა ადამ ლალანას ყოფნა-არყოფნა. დიახ, "ლივერპულელი" არ არის ფრენკ ლამპარდი ან სტივენ ჯერარდი, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში ის აუცილებლად გახდებოდა სასარგებლო საუთგეიტის გუნდისთვის.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

ლალანამ ჩაატარა კარგი სეზონი და ის გაიზარდა როგორც მოთამაშე იურგენ კლოპის დამრიგებლობის ქვეშ.

"კლოპის წყალობით "ლივერპული" გახდა ორგანიზებული კოლექტივი. გერმანელმა სპეციალისტმა ბრწყინვალედ იცის თუ რა არის ტაქტიკური ფეხბურთი, რაც მთავარია იურგენი თავის გამოცდილებასა და ცოდნას მოთამაშეებსაც უზიარებს. როდესაც კლოპი ოთახში შემოდის, ყველა ჩუმდება და მას უსმენს,"

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

გერმანელის ხელში ადამმა მართლაც დახვეწა პასი და მოედნის ხედვა. ის არ ჰგავს დანარჩენ ინგლისელ ნახევარმცველებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინგლისისთვის შეიძლება ლალანაც კი გახდეს სანატრელი.

რაც მთავარია ნაკრებში აღარ არის ის გიჟური კონკურენცია, რომლის გამოც შესაძლოა თვალშისაცემი ყოფილიყო "ლივერპულელის" ყოფნა შემადგენლობაში. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ლოფტუს-ჩიკის განაცხადში მოხვედრა ისეთივე გასაკვირია, როგორც ლალანას გაშვება რეზერვში.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

ახლა კი ცოტა ოდენი ოპტიმიზმი. 2018 წლის მუნდიალზე ინგლისი მიემგზავრება ყოველგვარი დიდი იმედებისა და თეორიული ფავორიტობის გარეშე. ჯერ კიდევ არავინ იცის თუ რა შეუძლია რეალურად საუთგეიტს.

გუნდში აღარ არიან რუნის, ჯერარდის, ლამპარდის, ტერისა და ფერდინანდის კალიბრის მოთამაშეები. დიახ, ერთი შეხედვით ეს ძალიან ცუდია, თუმცა მეორე მხრივ ბრიტანელები როგორც იქნა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეაბიჯებენ დიდ ტურნირზე.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

ინგლისელთა მორიგ უღიმღამო ასპარეზობას აღარ შერაცხავენ სენსაციად როგორც 2006-ში, 2010-ში ან 2014-ში. ჰარი კეინი და კომპანია არ იქნებიან გამომწყვდეულნი იმ ფსიქოლოგიურ გალიაში, რომელშიც იყვნენ მათი ვარსკვლავური წინამორბედები.

"მორიგი ფიასკოს მოლოდინში" - რის გამო აკრიტიკებენ საუთგეიტს?

რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ დღევანდელი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების დამრიგებლები არიან - გვარდიოლა, მოურინიო, კლოპი და პოჩეტინო. სწორედ ეს გარემოება უტოვებს გულშემატკივრებს იმის იმედს, რომ "ლომები" ამჯერად უღალატებენ ტრადიციას და ღირსეულად გამოვლენ მსოფლიო პირველობაზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები