ძანეტი: "ინტერი ჩემპიონთა ლიგას ეკუთვნის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ძანეტი: "ინტერი ჩემპიონთა ლიგას ეკუთვნის"


ძანეტი:

მილანის "ინტერის" ლეგენდამ, ხავიერ ძანეტიმ, რომის "ლაციოსთან" გადამწყვეტი თამაშის წინ საკუთარი გუნდი გაამხნევა.

"იმედი მაქვს, "ინტერი" კარგ თამაშს ჩაატარებს. ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეებმა იმსახურებენ, რომ მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზონ.

ლუჩიანო სპალეტის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ის გუნდს დიდებული თამაშისშთვის ამზადებს. მჯერა, "ინტერი" ბოლომდე იბრძოლებს.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელსაც "ინტერი" ეკუთვნის. თუ ჩვენ გათამაშებაში მოვხვდებით, მაშინ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ", - აღნიშნა ძანეტიმ.

"ნერაძურის" ჩემპიონთა ლიგაზე 2011/12 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია. ახლა "ინტერი" სერია ა-ს ბოლო ტურის წინ მე-5 ადგილს იკავებს და ოთხეულში მოსახვედრად ბოლო ტურში სტუმრად რომის "ლაციოს" დამარცხება სჭირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ხავიერ ძანეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები