რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?


რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

2001 წლის 3 ივლისს შედგა ეპოქალური ტრანსფერი - ჯანლუიჯი ბუფონი მეკარისთვის რეკორდულ თანხად, 52 მილიონ ევროდ "პარმადან" გადავიდა ტურინის "იუვენტუსში". იტალიელმა კიპერმა გაატარა 17 წელი "ბიანკონერის" შემადგენლობაში, მოიგო უამრავი ტიტული და ჩამოყალიბდა ნამდვილ საკულტო ფიგურად.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

სამწუხაროდ მარადიული არაფერია, გამონაკლისი არც ბუფონის ტურინული კარიერაა, 19 მაისს ლეგენდარული მეკარე საბოლოოდ დაემშვიდობა "იუვეს". ჯიჯი 40 წლის არის, თუმცა ის ჯერ კიდევ არ აპირებს ფეხბურთიდან წასვლას. სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტები ბუფონის სახელს უკავშირებენ "პსჟ"-ს, "ლივერპულსა" და "ბოკა ხუნიორსს".

ჯანლუიჯიმ შექმნა ნამდვილი ეპოქა, ამავდროულად მთელმა ეპოქამ ჩაიარა მის თვალწინაც. ლეგენდარული მეკარე ყველაფერს მოესწრო, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფით დაწყებული და სერია ბ-ში დაქვეითებით დამთავრებული.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ფეხბურთი სულ სხვანაირი იყო მაშინ, როდესაც ბუფონი "იუვენტუსში" მივიდა. თვალი გადავავლოთ იმ პერიოდს, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ თუ რამხელა გზა გამოიარა ამ გენიალურმა კიპერმა.

იტალია

21-ე საუკუნის დასაწყისი, სერია ა-ს ოქროს ეპოქა. იტალიაში იმ დროს ერთბაშად რამდენიმე გუნდი იყო სუპერ-შემადგენლობით. "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "რომა", "ლაციო", "პარმა" და "ფიორენტინა". თითოეულ მათგანს ჰყავდა მინიმუმ რამდენიმე მეგა-ვარსკვლავი სასტარტო თერთმეტეულში.

ჩემპიონი კი ბუფონის ტრანსფერის დროს, ანუ 2001 წელს გახდა "რომა". ტოტი და ბატისტუტა, ფაბიო კაპელოს მეთაურობით უბრალოდ აზანზარებდნენ მთელ საფეხბურთო იტალიას.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

"მგლები" მთელი სეზონის მანძილზე დომინირებდნენ, კონკურენციას კი მათ უწევდა "იუვე" და "ლაციო". აგრეთვე საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს ეცილებოდნენ "პარმა", "ინტერი" და "მილანი".

საბოლოოდ ბუფონის გუნდმა აჯობა მილანურ გრანდებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე გაემგზავრა. ცნობისთვის "ნაპოლი" იყო ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერი და სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა, რის შედეგადაც კვლავ გავარდა სერია ბ-ში, საიდანაც ერთი წლით ადრე ამოვიდა.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ძალიან დაძაბული იყო ბომბარდირთა ბრძოლაც. რბოლაში ჩართულნი იყვნენ - ბატისტუტა, შევჩენკო, კრესპო, ვიერი და ფედერიკო კიეზას მამა, ენრიკო. რონალდო იმ დროს მორიგ უმძიმეს ტრავმას მკურნალობდა და მთელი წელი საოპერაციო მაგიდაზე იწვა. საბოლოოდ 26 გოლით გამარჯვებული გამოვიდა კრესპო.

ესპანეთი

დრო როდესაც ლა ლიგა სულაც არ იყო ორ-გუნდა, მადრიდის "ატლეტიკო" კი სეგუნდაში განისვენებდა. 2000 წლის ჩემპიონმა ლა კორუნიის "დეპორტივომ" ვერ შეძლო ტიტულის დაცვა და ჩემპიონობა მადრიდის "რეალს" გადაულოცა. "სამეფო კლუბმა" 28-ედ იპირველა, რომლის რიგებში ბრწყინავდნენ რაული, ფიგუ და სხვები.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ბოლო ტურამდე გაურკვეველი რჩებოდა თუ ვინ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან", "დეპორტივოსა" და "მალიორკასთან" ერთად. პრეტენდენტი იყო ორი - "ვალენსია" და "ბარსელონა".

საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა "კამპ-ნოუზე" გამართულ სუპერ-შეხვედრაში, რომელშიც თამაშის ბოლო წუთებზე რივალდომ ულამაზესი მაკრატელა გაუტანა "ღამურებს" და "ბლაუგრანას" 3:2 მოაგებინა.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსა" გაუტოლდა ქულებით "ვალენსიას" და ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის წყალობით მოახერხა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, "ატლეტიკო" იმ დროს სეგუნდაში იყო გავარდნილი, იქვე განისვენებდა "სევილიაც".

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოდნენ რაული, რივალდო, მორენო, ტრისტანი და კლუივერტი. გამარჯვებული 24 გოლით გამოვიდა "რეალის" შვიდიანი, რომელმაც მხოლოდ ერთი ბურთით გაასწრო "ბარსელონას" ბრაზილიელ ვარსკვლავს.

ინგლისი

მართალია პრემიერ ლიგა აზიურ-რუსული ინვესტიციების გარეშე არ იყო ისეთი მრისხანე როგორც ახლა, თუმცა დაძაბულობა ნისლიან ალბიონზე ყოველთვის შეინიშნებოდა, მაშინაც კი როდესაც დომინირებდა მხოლოდ ერთი გუნდი - "მანჩესტერ იუნაიტედი".

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

"წითელმა ეშმაკებმა" დიდი უპირატესობით ჩამოიტოვეს ლონდონის "არსენალი" და მე-14 ტიტულს დაეუფლნენ. ჩემპიონობის ბედი დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი, აი ჩემპიონთა ლიგის სამეულისთვის (დიახ, ინგლისიდან იმ დროს 3 გუნდი გადიოდა ლიგაზე) ბრძოლა კი საოცრად დრამატული გამოდგა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვებას ცდილობდნენ - "ლივერპული", "ლიდსი" და თქვენ წარმოიდგინეთ "იფსვიჩი". რაც შეეხება "ჩელსის", ლონდონელები ცხრილში მხოლოდ მათ შემდეგ განლაგდნენ. საბოლოოდ ლიგაზე გასვლა მოახერხა "ლივერპულმა".

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

"ტოტენჰემმა" მე-12 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი, "მანჩესტერ სიტი" კი ქვედა დივიზიონში გავარდა, საიდანაც ერთი წლით ადრე ამოვიდა. მანჩესტერული კლუბი მხოლოდ მე-18 იყო, ერთი პოზიციით მაღლა კი გიორგი ქინქლაძის "დერბი ქაუნთი" განთავსდა.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ბომბარდირთა დავა 23 გოლით მოიგო "ჩელსის" ფორვარდმა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა, რომელმაც აჯობა სტიუარტს, ანრის, ვიდუკასა და ოუენს.

გერმანია

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ დროს ბუნდესლიგაც კი იყო დაძაბული. მართალია ჩემპიონი კვლავ მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, თუმცა "რეკორდმაისტერს" ტიტულისთვის ბრძოლაში ბოლო ტურამდე ეცილებოდა გელზენკირხენის "შალკე".

"მეხაშტეები" ბოლო ტურში 5:3-ს უგებდნენ "უნტერჰაჰინგს", "ბაიერნი" კი 90-ე წუთამდე ვერ ახერხებდა "ჰამბურგის" დამარცხებას. მოვლენების ესეთი განვითარებით ჩემპიონი ხდებოდა სწორედ "შალკე", თუმცა ბოლო მომენტში მიუნხენელებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა, რის შედეგადაც ტიტულს მე-17 დაეუფლნენ.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი ორი ვაკანტური საგზური მოიპოვეს დორტმუნდის "ბორუსიამ" და ლევერკუზენის "ბაიერმა". იაშვილის, კობიაშვილისა და ცქიტიშვილის "ფრაიბურგი" კი მე-6 ადგილზე გავიდა.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ცნობისთვის "ლაიფციგი" მაშინ არც არსებობდა და მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეიქმნა. რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, 22 გოლით გამარჯვებული გამოვიდა ბოსნიელი სერგეი ბარბარესი.

საფრანგეთი

ლიგა 1-ის ბოლო სეზონი "ლიონის" 7-წლიან დომინირებამდე და "პსჟ"-ს ფინანსურ მონოპოლიამდე. ქვეყნის ჩემპიონი გახდა "ნანტი", რომელიც მე-8 ტიტულს დაეუფლა თავის ისტორიაში. იმის შემდეგ, "იადონები" ახლოსაც ვეღარ მისულან მსგავს წარმატებასთან.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

მე-2 ადგილზე განთავსდა "ლიონი", რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ იმ სეზონის შემდეგ ზედიზედ 7 წელი არ თმობდა ტიტულს. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საგზური კი მოიპოვა "ლილმა".

"პსჟ"-მ მე-9 საფეხურზე დაასრულა ჩემპიონატი, რომლის შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობდა ლაშა ჯაკობია. ქართველს სისტემატურმა ტრავმებმა შეუშალა ხელი, რის შედეგადაც პარიზელებმა ბელგიაში გაუშვეს ლაშა.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ერთი წლის შემდეგ, "პსჟ" იყიდის რონალდინიოს. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კი 22 გოლით გახდა ლიგა 1-ის მეორე ბრაზილიელი ვარსკვლავი, ექს-"ბარსელონელი" სონი ანდერსონი.

ევროთასები

ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები იყვნენ "რეალი" და "ბაიერნი", მათთან ერთად კი "მანჩესტერ იუნაიტედი", "ვალენსია" და ორი გუნდი-აღმოჩენა "ლიდსი" და "დეპორტივო".

საბოლოოდ ფინალში გავიდა "ბაიერნი", რომელმაც იქამდე ტურნირს გამოთიშა მანჩესტერელები და მადრიდელები. მეორე ფინალისტი კი ისევე როგორც ერთი წლით ადრე კვლავ გახდა "ვალენსია".

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

მიუნხენელებმა მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეს "ღამურების" დამარცხება. ესე და ამგვარად "რეკორდმაისტერმა" თავის ისტორიაში მე-4 ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, ექტორ რაულ კუპერის "ვალენსიამ" კი ზედიზედ მე-2 ფინალი წააგო.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

რაც შეეხება უეფას თასს, (დღევანდელ ევროპა ლიგას) ამ ტურნირზე გაიმართა თავის ისტორიაში ყველაზე დრამატული და სანახაობრივი ფინალი - "ლივერპულმა" 5:4 სძლია "ალავესს". იქამდე "წითლებმა" გათამაშებას გამოთიშეს "ბარსელონა" და "რომა", ესპანელებმა კი "ინტერი". უეფას სუპერთასის მატჩში "ლივერპულმა 3:2 მოუგო "ბაიერნს".

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ოქროს ბურთი

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა მაიკლ ოუენმა, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა "ენფილდელების" უეფას თასზე ტრიუმფში. ამის გარდა, ინგლისელ "ოქროს ბიჭუნას" პრემიერ ლიგაშიც გამოუვიდა ძალიან კარგი სეზონი.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ოუენის გარდა ოქრის ბურთზე წარსდგენილები იყვნენ - რაული, კანი, ბექჰემი, ტოტი, ფიგუ, რივალდო, შევჩენკო, ანრი, ზიდანი, ცნობისთვის ბუფონიც და სხვები. ოქროს ბურთის ხსენების შემთხვევაში, გონებაში ავტომატურად ჩნდება ასოციაცია მესისა და რონალდუსთან. არგენტინელი იმ დროს ჯერ კიდევ იმკვიდრებდა ადგილს "ლა მასიაში", პორტუგალიელი კი ლისაბონის "სპორტინგის" ბ-გუნდში გადასასვლელად ემზადებოდა.

ტრანსფერები

ბუფონის "იუვენტუსში" ტრანსფერის გარდა, 2001 წელს მოხდა კიდევ ერთი ეპოქალური გარიგება და ისევ "ბებერი ქალბატონის" მონაწილეობით. იმ დროისთვის რეკორდულ 77,5 მილიონ ევროდ ტურინული კლუბიდან "რეალში" გადავიდა ზიდანი.

რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როდესაც ბუფონი იუვენტუსში გადავიდა?

ფრანგი ფლეიმეიქერი 8 წლის მანძილზე ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს. ალბათ ყველამ კარგად ვიცით თუ ვინ გადაფარა მოგვიანებით ზიდანის რეკორდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები