იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში


იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

უკვე ზედიზედ მეშვიდე სეზონია, რაც ტურინის "იუვენტუსს" ბადალი არ ჰყავს სერია ა-ში. "ბებერი ქალბატონი" ყველა ასპექტში უფრო მაღლა დგას სხვა დანარჩენ იტალიურ კლუბებზე. "ბიანკონერის" აღმატებულობაში დიდ როლს თამაშობს სწორი სატრანსფერო პოლიტიკაც. გავიხსენოთ "იუვეს" საუკეთესო შენაძენები 21-ე საუკუნეში.

10. პოლ პოგბა

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: მანჩესტერ იუნაიტედიდან, უფასოდ
წლები: 2012-2016
შედეგი: 178 მატჩი, 34 გოლი
ტიტულები: 4 სკუდეტო, 2 კოპა იტალია, 2 სუპერთასი, ევროპის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი
გაუშვეს: მანჩესტერ იუნაიტედში, 105 მილიონ ევროდ

9. პაულო დიბალა

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: პალერმოდან, 40 მილიონ ევროდ
წლები: 2015-დღემდე
შედეგი: 140 მატჩი, 68 გოლი
ტიტულები: 3 სკუდეტო, 3 კოპა იტალია, სუპერთასი, კოპა იტალიას წლის საუკეთესო ბომბარდირი

8. კარლოს ტევესი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: სიტიდან, 12 მილიონ ფუნტად
წლები: 2013-2015
შედეგი: 95 მატჩი, 50 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, კოპა იტალია, სუპერთასი, 2-ჯერ იუვენტუსის წლის ფეხბურთელი, 2-ჯერ სერია ა-ს წლის ფეხბურთელი
გაუშვეს: ბოკა ხუნიორსში, 6,5 მილიონ ევროდ

7. ანდრეა პირლო

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: მილანიდან, უფასოდ
წლები: 2011-2015
შედეგი: 164 მატჩი, 19 გოლი
ტიტულები: 4 სკუდეტო, კოპა იტალია, 2 სუპერთასი, 3-ჯერ სერია ა-ს წლის ფეხბურთელი, სერია ა-ს წლის ნახევარმცველი
გაუშვეს: ნიუ იორკ სიტიში, უფასოდ

6. ანდრეა ბარცალი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: ვოლფსბურგიდან, უფასოდ
წლები: 2011-დღემდე
შედეგი: 271 მატჩი, 2 გოლი
ტიტულები: 7 სკუდეტო, 4 კოპა იტალია, 3 სუპერთასი, გაეტანო შირეას სახელობის ჯილდო

5. ჯორჯო კიელინი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: ლივორნოდან, 6,5 მილიონ ევროდ
წლები: 2005-დღემდე
შედეგი: 472 მატჩი, 34 გოლი
ტიტულები: 7 სკუდეტო, 4 კოპა იტალია, 3 სუპერთასი, იუვენტუსის წლის ფეხბურთელი, 3-ჯერ სერია ა-ს წლის მცველი

4. ლილიან ტურამი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: პარმადან, 41,5 მილიონ ევროდ
წლები: 2001-2006
შედეგი: 205 მატჩი, 1 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, 2 კოპა იტალია
გაუშვეს: ბარსელონაში, 5 მილიონ ევროდ

3. დავიდ ტრეზეგე

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: მონაკოდან, 23,2 მილიონ ევროდ
წლები: 2000-2010
შედეგი: 318 მატჩი, 171 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, 2 სუპერთასი, სერია ა-ს წლის ფეხბურთელი, სერია ა-ს წლის უცხოელი ფეხბურთელი, სერია ა-ს წლის საუკეთესო ბომბარდირი, იუვენტუსის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი
გაუშვეს: ჰერკულესში, უფასოდ

2. პაველ ნედვედი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: ლაციოდან, 38,7 მილიონ ევროდ
წლები: 2001-2009
შედეგი: 327 მატჩი, 65 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, 2 სუპერთასი, სერია ა-ს წლის ფეხბურთელი, სერია ა-ს წლის უცხოელი ფეხბურთელი, უეფას წლის ნახევარმცველი, ოქროს ბურთი

1. ჯანლუიჯი ბუფონი

იუვენტუსის 10 საუკეთესო ტრანსფერი 21-ე საუკუნეში

იყიდეს: პარმადან, 52 მილიონ ევროდ
წლები: 2001-2018
შედეგი: 656 მატჩი
ტიტულები: 9 სკუდეტო, 4 კოპა იტალია, 5 სუპერთასი, 11-ჯერ სერია ა-ს წლის მეკარე, 3-ჯერ უეფას წლის მეკარე, უეფას წლის ფეხბურთელი, იუვენტუსის წლის ფეხბურთელი, ფიფას წლის მეკარე

აგრეთვე გამოსარჩევია: მაურო კამორანეზი, ფაბიო კანავარო, ლეონარდო ბონუჩი, სტეფან ლიხშტაინერი, არტურო ვიდალი, მარიო მანჯუკიჩი, ალვარო მორატა, მირალემ პიანიჩი, გონსალო იგუაინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები