Goal.Ge

უცნაური, დაძაბული, საინტერესო პრემიერ ლიგა



ინგლისის მთავარი ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება... პირველი ნაწილი "ჩელსი" c1e67f5d8ab1[1] "ჩელსიმ" იპოვა საკუთარი თამაში და დადგა რელსებზე, როგორც წინა ნაწილში ვივარაუდე ამ სტაბილურობის შემდეგ მათი გაჩერება ძნელი იქნებოდა, ასეც არის. "სიტის" დამარცხება გასვლაზე, "იუნაიტედის" დაჩაგვრა სახლში, სტაბილურად მოპოვებული სამი ქულა ერთი-ორად წინ გადადგმული ნაბიჯია ლონდონელთა მხრიდან, ამ ყველაფრის შედეგი მათი დღევანდელი პოზიციაა. როგორც ვივარაუდე მაშინ ეს მოურინიოს ფაქტორის დამსახურებაა. კაცმა რომელმაც იცის პრემიერლიგა და აქვს რესურსი უფრო მეტი, ვიდრე მისი "ჩელსიში" მოსვლის პირველ წლებში. ვისაუბრე მატაზე რომელიც "ჩელსის" მთავარი მატორი იყო ორი სეზონის განმავლობაში. გაკვირვებული ვწერდი მისი სკამზე ჯდომით. და ახლა რა ხდება? საერთოდ გაუშვა გუნდიდან. ეს არის ჟოზეს ხედვა. 384d78e6b83c[1] განა რამდენ გუნდს და მწვრთნელს შეუძლია გაუშვას შუა იანვარში გუნდის ათიანი. ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მოთამაშე? მხოლოდ ჟოზეს.უბრალოდ ვერ ხედავდა მის გაწელილ და ჩალაგებულ გუნდში პატარა მოქნილი ესპანელის ადგილს. ადგა და გაუშვა. მორჩა, მარტივია. სხვა უბრალო რიგით მწვრთნელი იყოყმანებდა, სკამზე დასვამდა მას დიდი ხნით და შეუშვებდა ათ-ათი წუთით მოედანზე უმნიშვნელო მატჩებში. მაგრამ არა – ესეიგი არა! მოურინიო ერთ-ერთია იმ მწვრთნელთაგან რომელსაც აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ეშმაკური თავდაჯერებულობა. ეს ყველაფერი ნიჭის და ოსტატობის ფონზე პირველი ადგილის მომასწავლებელია. ერთი რამე ნათელია, მოურინიო აკლდა პრემიერლიგას ბოლო წლებში. სეზონი მალე გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამიტომ სრული მობილიზაცია ახლა სჭირდება ყველა გუნდს. როდესაც ამ დროს სხვებზე მაღლა აღმოჩნდები თან მაჟორულ ნოტაზე, ჟოზეს ხელში იოლად ეს ყველაფერი არ გაიფანტება. თუმცა ჯერ "ჩელსის" გამოცდა ჩაბარებული არ არის. ეს გზა გრძელია. "არსენალი" 0d3d12d7d60a[1] "არსენალი" სეზონის დასაწყისში იდეალურ მდგომარეობაში იყო, ვენგერს აღარ ჰყავდა მეტოქე ფერგი, "სიტიმ" კი ახალი მწვრთნელი დანიშნა. "ლივერპული" ახლიდან შენდებოდა, მოურინიო ჯერ კიდევ გუნდს აწყობდა. პირველ ადგილას სტაბილურად ყოფნის შემდეგ დადგა დრო, რომ "არსენალი" ჩამოქვეითებულიყო. ამის მიზეზი ალბათ ვენგერის ფსიქოლოგიაა, გუნდი უკვე დამარცხებული გადის მოედანზე ძლიერ გუნდებთან. ამ სეზონშიც იყო ამის მაგალითები, არადა "არსენალისთვის" იდეალურად ეწყობოდა ყველაფერი, გუნდის – ფეხბურთელების ფორმა, მეტოქეების მდგომარეობა, მაგრამ არაფერი გამოდის თითქოს. 9a34a226c6b9[1] და გამოსავალი? მუდმივად ასეა, ლამაზი ფეხბურთი, ისტორია, კლასი – ასეთი ლაპარაკი ბევრია, მაგრამ შედეგი? "ლივერპულთან" უშანსოდ დამარცხება ცუდ ხასიათს მოიტანს გუნდში. თან ისეთ დროს როცა პირველი ადგილი დაკარგულია, გასაგებია სხვაობა ცოტაა, გუნდები მჭიდროდ არიან, თუმცა ერთი ფეხის დაცდენა ცუდად შეიძლება დასრულდეს. აქვს ჯერ "არსენალს" დარჩენილი პრინციპული მატჩები. თუ იგივე განმეორდა ჩემპიონობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ოთხეულს არავინ ედავება. ვენგერმა დროა გუნდს შეუძახოს, ან თავად შეუძახებენ მაღლიდან გუნდის დატოვებაზე. და მაინც რა აკლია ამ გუნდს ძლიერი ფსიქოლოგიის გარდა? რა თქმა უნდა მაღალი დონის შემსრულებელი წინ! ფორვარდი რომელიც მოიგებს თამაშს. გადაწყვეტს მატჩის ბედს ნებისმიერი დონის მეტოქესთან. ასეთები ჰყოლია "არსენალს". "ლივერპული" 9b13f3e094df[1] როგორც წინა თავში აღვნიშნე, "ლივერპული" ლაგდება. თუმცა ეს იყო წინა თავში, ახლა შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩამოყალიბებული და დალაგებული გუნდია. სტაბილურობით და ხასიათით, ლამაზი და გამართული ფეხბურთითაც. მათი მოძლიერება და დალაგება კარგად აისახება კონკურენტებზე და ეს საერთოდ ინგლისის ჩემპიონატს შეუწყობს ისევ ხელს. "ლივერპულის" ამ მდგომარეობაში მოყვანა ბრენდან როჯერსმა შეძლო. არც თუ ისე დიდი რესურსით, მაგრამ მაინც მოახერხა. სუარესი, ჯერარდი და სტარიჯი. აქა-იქ გამოერევა კიდევ სხვები თუმცა მიღწევა და გუნდად ჩამოყალიბების უდიდესი წვლილი როჯერსისაა. 1efc988d041e[1] ასე თუ გაგრძელდა ლიგაზე გასვლის საკითხი გადაწყვეტილი იქნება. თან მალე. გუნდებს შორის სხვაობა ძალიან პატარაა, ამიტომ გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს, მაგრამ მათი თამაშის ფონზე ჯერ ყველაფერი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისკენ მიდის. როჯერსმა შეძლო ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ბევრი ვერ ახერხებდა. "მანჩესტერ სიტი" 3f8964d55704[1] "სიტის" სიძლიერე არაერთხელ დამტკიცდა ამ სეზონში. თუმცა რაღაც ფაქტორების გამო გუნდს აერია თავგზა. პირველ რიგში ის არის, რომ გუნდი გასვლაზე ვერაფრით ვერ თამაშობს. ამდენი ხნის მანძილზე უჭირს ნებისმიერი დონის მეტოქესთან, თუნდაც ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი იყოს. ეს არასაფეხბურთო პრობლემა, ალბათ უფრო ფსიქილოგიურია. გასახდელიდან არ მოჰყვება გუნდს აშკარად კარგი განწყობა. მეორე ის, რომ გუნდის ლიდერები გადაღლილები არიან, არის ტრავმიანობა. 375ad0ef41d1[1] პელეგრინის ლამაზი ფეხბურთი სახლში ძალიან კარგია, მაგრამ გასვლაზე "ფაფხურით" გუნდი მაღალ მწვერვალებს ვერ შესწვდება. თუმცა სახლშიც იყო დამარცხება "ჩელსისთან". მათ მყარად აქვთ პოზიცია გამაგრებული პირველ ოთხ გუნდში, მაგრამ ამ ოთხიდან რომელზე გაიყვანს ჩილელი, ამას ჯერ კიდევ გავიგებთ. "ტოტენჰემი" f5b2c419ab60[1] "ტოტენჰემი" ბოაშის გაშვების შემდეგ უფრო შედეგიანი გახდა. ან თუ სხვანაირად ვიტყვით ბევრს აღარ აგებს. "ტოტენჰემი" მიუახლოვდა ოპტიმალურ ფორმას, ამაზე ისიც მეტყველებს რომ მათ უშუალო კონკურენტს მოუგეს და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს. მომავალი მათსავე ხელშია. ახლა, როდესაც გარღვევა აქვთ წინ და მდევარს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან, ჯერ ყველაფერი წინ არის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ "დეზების" შემადგნლობას და რესურსს. ისინი ეცდებიან დაიბრუნონ თავისი ადგილი ლიგაზე, რომელიც ბევრჯერ წაართვეს. "ევერტონი" cedc61a3b074[1] მარტინესის "ევერტონი" საერთოდ ახალი ხილია პრემიერლიგაში. ალბათ არავის ეგონა ამდენ ხანს თუ ასე მყარად შემორჩებოდა ეს გუნდი. აქამდე "ევერტონიც" ვიცოდით რა გუნდიც იყო და ცალკე მარტინესზეც გვქონდა წარმოდგენა. ის კარგი სპეციალისტია. თუმცა "უიგანში" არ იყო აშკარად მისი მაშტაბები. ამ კაცს მეტი შეუძლია. "ევერტონი" თამაშობს კარგ ფეხბურთს, ლამაზ და გამართულს, ასეთი რამე წინა კლუბში არ გვახსოვს. გასვლაზე "ტოტენჰემთან" დამარცხება და მეექვსეზე გადანაცვლება ცუდია გუნდისთვის, თუმცა დანაკლისით მოთამაშე "ევერტონმა" ბრძოლაში წააგო. ასეთებიც ხდება რა თქმა უნდა. ჩამორჩენა არც ისე ბევრია და რადგანაც წინ კიდევ ბევრი დროა რატომაც არ უნდა დაიბრუნონ თავისი მეხუთე ადგილი? ანდაც იქნებ მეოთხე უნდათ.. ნუ სურვილის უფლება ყველას აქვს. "მანჩესტერ იუნაიტედი" 3ed520c86b6f[1] სრული ქაოსი და გაუგებრობა, წარუმატებლობა და უიღბლობა. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ახსნა. არ შეიძლება გუნდის ასე გარდაქმნა 6 თვეში. ეს უბრლაოდ შეუძლებელია. არადა გუნდში მატებაა თითქოს, მაგრამ "ემიუ" ტურიდან ტურამდე უარეს შედეგს აჩვენებს. საქმე ალბათ მწვრთნლში უნდა იყოს. ბოლო შეხვედრაში "იუნაიტედმა" დაჩაგრა მოედანზე მეტოქე. საბოლოო სასტვენის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო. არასწორი ტაქტიკა, არასწორი ცვლილებები, არასწორი შემადგენლობა და მატჩის ბოლოს კომენტარი ამ ყველაფერზე: “წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვერ მოვიპოვეთ გამარჯვება”. აქ დაესვა წერტილი "იუნაიტედის" ოთხეულზე ლაპარაკს. ალბათ ჯობია გუნდი ევროპა ლიგაზეც ვერ/არ მოხვდეს რადგან მთლიანად აქცენტი გაკეთდეს გუნდის დალაგებაზე შემდეგ სეზონში. ნაკლები ყურადღება, მეტი საქმე. დიდი ალბათობით "იუნაიტედი" მწვრთნელს არ გამოიცვლის რამდენიმე სეზონი და მოიესიც აშკარად ვერ სწავლობს შეცდომებზე. ეს ცხადია. რამდენჯერ მოუწია გუნდს წელს მატჩის მოტრიალება და შემდეგ არასწორად მატჩის განვითარების გამო საკუთარ კარში გოლის მიღება? თან საკუთარ კედლებში. არა, ეს "მანჩესტერი" არ არის. "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო წუთებში გააქვს გოლი, აქ კი პირიქით ხდება. უბრალოდ უპასუხისმგებლო მოქცევით იკარგება ბურთი და წამებით ადრე დე ხეას ბადეში ბურთი ბზრიალებს. 705d010b75e9[1] ამ გუნდს ამ სეზონში შეცვლის პირი არ უჩანს, დაივიწყეთ ხასიათი და მიდგომა. უბრალოდ ასევე დასრულდება სეზონი. მოისი ის მწვრთნელია რომელსაც უჭირს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა და შუა თებერვალში ის სეზონს მეშვიდე ადგილიდან ვერ გადაარჩენს. ალბათ კარგი იქნებოდა მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, გუნდზე, ახალ ტაქტიკაზე, მომავლის გეგმებზე და ტრანსფერებზე. ისიც ფაქტია რომ გუნდში არის კატეგორია ფეხბურთელები რომლებიც არ შეესაბამებიან გუნდის დონეს. ამაზე ზრუნვას იწყებს ნელ-ნელა. დაველოდოთ, მაგრამ ცოტა ხნით დავემშვიდობოთ "იუნაიტედის" მაღალ მიზნებს და მისი ძებნა ცხრილის შუიდან დავიწყოთ. დაძაბული პრემიერლიგა კი გრძელდება, ჯერ თებერვალია. ვისაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ, დაიმახსოვრეთ - გარანტირებული არაფერია. ავტორი: DAVID BERO [poll id="27"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე