[ექსკლუზივი] ცვლილება რუსთავში: გაზაევი მიდის, სოსიაშვილი მოდის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

[ექსკლუზივი] ცვლილება რუსთავში: გაზაევი მიდის, სოსიაშვილი მოდის?


[ექსკლუზივი] ცვლილება რუსთავში: გაზაევი მიდის, სოსიაშვილი მოდის?

სეზონის დაწყების წინ, ეროვნულ ლიგაში ახლადგადმოსული "რუსთავი" ძალიან გაძლიერდა და რამდენიმე ძლიერი მოთამაშეები დაიმატა.

თუმცა შედეგი ისეთი არაა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა. ამას "ჩიხურასთან" განცდილი 0:4 მარცხიც მოწმობს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ გაზაევმა ეროვნულ ლიგას ალღ​ო ვერ აუღო და იმედები ვერ გაამართლა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "ჩიხურასთან" მარცხის შემდეგ, რუსთაველთა რუსი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა. ჯერჯერობით, კლუბი ამაზე ოფიციალურად არ წერს.

ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ დიდი ალბათობით, გაზაევს უჩა სოსიაშვილი შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ "სამტრედიადან" წავიდა.

ასევე იხილეთ:

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

რამოსი: "ეს ლიგის მოგება არ იქნება, ეს რეალის ერის დამტკიცება იქნება"

ასეთი ოვაციებით გააცილეს ინიესტა 82-ე წუთზე [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები