ინტერის სასწაული მატჩი და ჩემპიონთა ლიგა - ლაციო დამარცხდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერის სასწაული მატჩი და ჩემპიონთა ლიგა - ლაციო დამარცხდა [VIDEO]



სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში "ინტერი" "ლაციოს" ესტუმრა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მე-9 წუთზე ივან პერიშიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. 29-ე წუთზე დამბროსიომ წონასწორობა აღადგინა.

41-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა "ლაციო" კვლავ წინ გაიყვანა.

78-ე წუთზე მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. 3 წუთში საბოლოო წერტილი ვეჩინომ დასვა.

"ინტერმა" "ლაციო" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა.

ორივე გუნდს 72-72 ქულა დაუგროვდა, თუმცა "ინტერს" უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გამო მიენიჭა (სერია ა-ს პირველი შეხვედრა - 0:0, მეორე 2:3).

ინტერის სასწაული მატჩი და ჩემპიონთა ლიგა - ლაციო დამარცხდა [VIDEO]

ასევე იხილეთ:

პსჟ-ს პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

რამოსი: "ეს ლიგის მოგება არ იქნება, ეს რეალის ერის დამტკიცება იქნება"

ასეთი ოვაციებით გააცილეს ინიესტა 82-ე წუთზე [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები